ეკონომიკა

2022 წელს სომხეთში სახელმწიფო ვალის მშპ-ს თანაფარდობა 50%-დან 46,7%-მდე შემცირდა  –  ფინანსთა მინისტრი

2022 წელს სომხეთში სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან 50%-დან 46,7%-მდე შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე „2022 წელს სომხეთის  რესპუბლიკის მთავრობის პროგრამის (2021-2026) განხორციელების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ “ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანნისიანმა.

კერძოდ, 2022-2026 წლების სახელმწიფო ვალის შემცირების პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ვალი 2022 წელს 60,5%-ის, ხოლო 2026 წელს 53,8%-ის დონეზეა დაგეგმილი. ამასთან, 2022 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან 50%-დან 46,7%-მდე შემცირდა.

„ეს ქმნის დამატებით „მდგრადობის რესურსს“ შესაძლო რისკებისა და გამოწვევების დასაძლევად“, – განაცხადა მინისტრმა.

წინა წელთან შედარებით შიდა წყაროებიდან დაფინანსების წილი 38,6%-ით გაიზარდა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დრამით გამოხატული ვალის წონამ 37,9% შეადგინა, რითაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,1%-ით გაიზარდა.

„ამან შეამსუბუქა ვალის სენსიტიურობა გაცვლითი კურსის რყევების მიმართ“, – აღნიშნა ჰოვანნისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button