საერთაშორისო

Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ უცხოელი  აგენტების შესახებ  კანონის უკან მოსკოვი დგას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ მოსკოვის დაკვეთით არის ინიცირებული. ასეთი აზრი მან ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა.

100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ინიციატივა პირდაპირ მოსკოვიდან იყო დაკვეთილი, დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის ფარგლებში… გასაგებია, რომ ეს ყველაფერი კრემლის პიარის სპეციალისტების მიერ იყო ორგანიზებული“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი აზრით, ეს კანონი რომ მიღებულიყო საქართველო დაკარგავდა ევროკავშირს და ნატოს. სააკაშვილმა შეაქო საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეები და აღნიშნა, რომ „პროტესტმა აჩვენა, რომ რუსეთის მძიმე ძალაუფლებას არ შეუძლია ხალხის ნების ჩახშობა“.

ნახეთ მეტი
Back to top button