პოლიტიკა

აზერბაიჯანი  ტყუის – სომხეთიდან არცახში ჯარისკაცებისა  და იარაღის ტრანსპორტირება არ მომხდარა   – არცახის შინაგან საქმეთა სამინისტრო (ფოტო)

აზერბაიჯანულმა მედიამ მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ სომხეთიდან რუსული სამშვიდობო ძალების თანხლებით არცახში მოხდა ჯარისკაცებისა  და იარაღის ტრანსპორტირება.  თან აქვეყნებს მცირე ზომის მანქანების ვიდეოს.

ფაქტობრივად, აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს არა სამხედრო მანქანები, არამედ სახელმწიფო საგანგებო სამსახურის კუთვნილი მანქანები. მაშველებმა ბლოკადის შედეგად არცახში დარჩენილი  სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიანი მოქალაქეები    რუსი სამშვიდობოების თანხლებით, შუშის შემოვლით,  სომხეთის რესპუბლიკისკენ მიმავალი გზით გამოაცილეს.

იმ გზის მთიანი და უაღრესად რთული რელიეფის  გათვალისწინებით, არცახის მაშველებს მოუწიათ მოქალაქეების „უაზის“ მანქანებით გადაყვანის ორგანიზება.

ხოლო რუსმა სამშვიდობოებმა შეასრულეს თავიანთი მოვალეობები მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით 5 მარტის დივერსიული თავდასხმის შემდეგ არსებული დამატებითი საფრთხეების ფონზე.

ნახეთ მეტი
Back to top button