პოლიტიკა

აზერბაიჯანმა მოამზადა ყალბი ანგარიში “სომხეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ”

აზერბაიჯანში, ანტისომხური პროპაგანდის ფარგლებში მოამზადეს ყალბი რეპორტაჟი „სომხეთში ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის შესახებ“.

News.am-ის ინფორმაციით, ანგარიში მოამზადა უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფმა. როგორც APA იტყობინება, „წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას სომხეთის შესახებ 2020-2022 წლებში. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობის, დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების, ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე და ა.შ.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ყოველთვის მიმართავენ ორმაგ სტანდარტებს აზერბაიჯანის მიმართ, ამავდროულად უგულებელყოფენ სომხეთის ანტიდემოკრატიულ და არაადამიანურ დამოკიდებულებას სომეხი ხალხის მიმართ ბოლო 2 წლის განმავლობაში“.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი არის ევროპული ორგანიზაციების მუდმივი სამიზნე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ბაქოში ასეთი აბსურდული „რეპორტაჟით“ ცდილობენ „ისრების მიმართულების შეცვლას“.

ნახეთ მეტი
Back to top button