მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტი რუსეთის ფედერაციაა  – ფაშინიანი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტი რუსეთის ფედერაციაა და მან ეს როლი უნდა შეასრულოს.

RADAR ARMENIA-ს ინფორმაციით, მან აღნიშნა, რომ სომხეთი არის უსაფრთხოების გარანტი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ესკალაციის შემთხვევაში. „რატომ მოვაწერე ხელი 9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციას? მარტივი მიზეზის გამო, იმის გაცნობიერებით, რომ ამ ვითარებაში სომხეთი ვერ იქნება მყ-ის უსაფრთხოების სრული გარანტი, ამიტომ საჭირო იყო ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა მყ-ის უსაფრთხოების გარანტიას.

სამმხრივი დეკლარაციისა და რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს შემდგომ გადაწყვეტილებაში, რომლითაც პრეზიდენტს ნება დართეს ჯარის გაგზავნა მყ-ში, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია, რომ რუსეთი არის მყ-ის უსაფრთხოების გარანტი. არა იმიტომ, რომ სომხეთი მასზე უარს ამბობს, არამედ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, 44-დღიან ომში დამარცხების გამო სომხეთი ამ ფუნქციას სრულად ვერ ასრულებს. ამიტომ, ყველა ამ არგუმენტის ერთობლიობაში უნდა აღინიშნოს, რომ მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტი რუსეთის ფედერაციაა.

მეორე მხრივ, მთიან ყარაბაღში არის თავდაცვის ჯარი, რომელიც აზერბაიჯანი ცდილობს წარმოაჩინოს სომხეთის არმიად. სომხეთს არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში“.

ნახეთ მეტი
Back to top button