მთავარიპოლიტიკა

საჭიროდ მივიჩნიე ჩემი შეშფოთება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის  გადამეცა – ფაშინიანი პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ

სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინდელ სატელეფონო საუბარს შეეხო.

პრემიერმა გუშინდელი საუბრიდან რამდენიმე დეტალი გაამხილა. „ჩვენი გუშინდელი საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ძირითადად მთიან ყარაბაღში ესკალაციის საფრთხეს მიეძღვნა. უბრალოდ გადავეცი ჩემი ინფორმაცია, ჩემი შთაბეჭდილებები. მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ვფიქრობ, არის პრობლემები მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის სფეროში.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში არის ის, რომ რაღაც მოულოდნელი მოხდა მთიან ყარაბაღში, როდესაც რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბ-ბინის წინ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა, ეს მოხდა  პოლიციელების მკვლელობის შემდეგ.

თანაც ეს  მოხდა მთიან ყარაბაღში, რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში. საჭიროდ მივიჩნიე ეს შეშფოთება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის გადამეცა“.

ნახეთ მეტი
Back to top button