აზერბაიჯანში ისტორიის გაყალბებით ცდილობენ სომხეთის მიმართ ტერიტორიული მისწრაფებების „დაკანონებას“
აზერბაიჯანში გრძელდება სომხეთის მიმართ ტერიტორიული მისწრაფებების ლეგიტიმაციის მცდელობები.
News.am წერს, რომ როგორც APA იტყობინება, ისტორიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯაბი ბაჰრამოვმა, რომელიც, სხვათა შორის, ისტორიის პროფესორია, გამოაცხადა “დასავლეთ აზერბაიჯანის ისტორიის აკადემიური პუბლიკაციის” მომზადება. მისი თქმით, „აგრეთვე იგეგმება ამ ტერიტორიის მრავალი ისტორიული და გეოგრაფიული რუქისგან შემდგარი ატლასის მომზადება“.
შეგახსენებთ, რომ „დასავლეთ აზერბაიჯანი“ სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე სომხეთის მთელი ტერიტორია. ისტორიის „შექმნით“ აზერბაიჯანში ფიქრობენ, რომ შეძლებენ სომხეთის ტერიტორიის მიმართ თავიანთი ამბიციების „დაკანონებას“, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით და დამოუკიდებლობის დეკლარაციით ასეთი შეღწევები ნებადართულია.