მთავარიპოლიტიკა

სტაბილური დარეგულირებისთვის აუცილებელია მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტია – ეპ ანგარიში

ევროპარლამენტმა ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, იტყობინება “არსენპრესი”. რეზოლუციას მხარი 534-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო, 66-მა თავი შეიკავა. მოხსენებაში შესთავაზეს სიტყვიერი შესწორებები, კერძოდ დაგმეს ლაჩინის დერეფნის ბლოკადა, რომელიც ამძაფრებს ჰუმანიტარულ კრიზისს მთიან ყარაბაღში, ასევე დაგმეს  5 მარტის ინციდენტი აზერბაიჯანულ მხარესა და მთიანი ყარაბაღის სომხებს შორის, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ევროპარლამენტში წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ისევე როგორც აზერბაიჯანის ბოლო ესკალაციამ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, გამოიწვია ათიათასობით მსხვერპლი, დიდი ნგრევა და ასობით ადამიანის გადასახლება, თუმცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა.

დოკუმენტში წარმოდგენილია აზერბაიჯანის თავდასხმები გეღარქუნიკის, სიუნიკისა და ვაიოც ძორის რეგიონებში, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, სომეხი სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებული პირების სასამართლოს გარეშე  მკვლელობები,  ლაჩინის დერეფნის გავლით სამოქალაქო მოძრაობის ბლოკირება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სტაბილური მოწესრიგებისთვის აუცილებელია ძალადობის შეჩერება, მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტია.

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სომხეთმა 16 პუნქტით გააუმჯობესა თავისი პოზიცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ანტიკორუფციული ცენტრის ინდექსში 2016-2021 წლებში, მიაღწია მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროგრესს და გადადგა დადებითი ნაბიჯები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მიუხედავად ამისა, 2021 წელს დაპირებული ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმები შენელდა პანდემიისა და ახალი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის შედეგად“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებს შორის სომხეთი წამყვან პოზიციას იკავებს Economist Intelligence Unit-ის 2021 წლის დემოკრატიის ინდექსით და ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე “ 2022 წლის  პრესის თავისუფლების ინდექსით.

ნახეთ მეტი
Back to top button