მთავარიპოლიტიკა

შეიარაღებული ძალები სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში  –  შესაძლო ესკალაციის საკითხი დახურულ კარს მიღმა განიხილეს

პარლამენტარებმა, ძალაუფლების სტრუქტურების ლიდერების მონაწილეობით, ეროვნულ ასამბლეაში განიხილეს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შესაძლო სამხედრო ესკალაციის საკითხი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების მუდმივმა კომიტეტმა განხილვის ამ ნაწილისთვის სპეციალური პროცედურა დააწესა.

უკვე დახურული სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განმარტა, რომ ამ დროისთვის სომხეთის საზღვრებზე მოწინააღმდეგის ჯარების დაგროვება  არ არის დაფიქსირებული.

„ესკალაციის საფრთხე არასოდეს შეწყვეტილა, ამას ყოველთვის ვაცხადებდით, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელის განცხადებების, ასევე აგრესიული რიტორიკის გათვალისწინებით. ბუნებრივია, ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიყოთ ფხიზლად და მზად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ასევე დავუკავშირდებით ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ყოველი მილიმეტრი ნებისმიერ ფასად. მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

პარლამენტში ასევე ყურადღების ცენტრში მოექცა პრემიერის განცხადება „მე-5 კოლონის გამო ომის წაგების შესახებ“. წინასწარი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ფრჩხილები დიდად არ იხსნება, თუმცა თავდაცვის მინისტრი გარკვეულ განმარტებებს აკეთებს.

„ყოველდღიური დეზინფორმაცია, ყოველდღიური არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის ისეთი ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებაც მტრის სასარგებლოდხდება. მაგალითად, გუშინ წავიკითხე, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა ტავუშშია, სხვადასხვა ადგილაო.  რა არის ამ სტატიის  მიზანი, მინდა გავიგო, თუ ეს სხვა ქვეყნიდან არის მიმართული ჩვენს წინააღმდეგ.  როდესაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ყველასთვის ნათელი გახდება, ვინ არის ის ხალხი, რომლებმაც შესძლეს შიგნიდან დაესუსტებინა ჩვენი ჯარი. საუბარია შიდა შეთქმულებებზე უცხო პირების წაქეზებით. მე ვისაუბრე იმ ფენომენებზე, რომლებიც ჩვენთვის ყოველდღე ჩანს და მაშინაც ხილული იყო. ბევრმა თქვენგანმა იცის ამის შესახებ. მეტს არ ვიტყვი“-აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯარში არსებულ მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ხედავს თავის როლს და პასუხისმგებლობას, მაგრამ გადადგომას არ აპირებს, დაწყებული რეფორმების დასრულებას ჰპირდება და კრიტიკოსთა არმიას აფრთხილებს.

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სრ სამხედრო დოქტრინის შემუშავებაზე მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების მოქმედი სტრატეგიის განხილვის შემდეგ დაიწყება. მანამდე კი მიღებულია და ჯერ კიდევ მუშავდება არაერთი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის მუშაობას. 2022 წელს სომხეთის შეიარაღებული ძალები აღიჭურვება სხვადასხვა ტიპის უპილოტო თვითმფრინავებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით, საზენიტო თავდაცვითი და მათი მოდერნიზებული სისტემებით, თვალთვალის და უპილოტო საინჟინრო აღჭურვილობით, განაღმვითი აღჭურვილობით, განუცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტს. მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბარში მან ასევე აღნიშნა:

„ჩვენი ჯარი შეიარაღებულია იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვქონდა  შეძენის შესაძლებლობა. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ. ვერ ვიტყვი, საიდან რას ვყიდულობთ, საიდუმლოა. მე არ ვიმოწმებ  ინდურ პრესას, არ ვიმოწმებ  რუსულ პრესას და არც ირანულ პრესას ვიმოწმებ“.

ჯართან დაკავშირებული ერთ-ერთი სიახლე დაავადებათა სიის გადახედვას უკავშირდება. ირკვევა, რომ ბოლო გაწვევისგან გათავისუფლებული ან გადავადების რაოდენობა ძალიან დიდი იყო და ეს არის მიზეზი იმისა, რომ თავდაცვის მინისტრმა მთავრობის 403 გადაწყვეტილების შეცვლის ინიციატივა გამოიჩინა. ცვლილებით საგრძნობლად შემცირდა იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლებიც გაწვევისგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ ამის შედეგად, მომდევნო გაწვევაზე, ზაფხულში, უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე  იქნება  გაწვეული. შემოთავაზებულია შრომის სექტორის კომიტეტში კომისიის შექმნა, რომელიც გაწვევისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებებს შეისწავლის.

ნახეთ მეტი
Back to top button