კულტურა
„ევროვიზია 2023“-ში საქართველოს წარმომადგენელი სომეხი მომღერლის ირუ ხეჩანოვის ვიდეოს პრემიერა გაიმართა

“ევროვიზია 2023” კონკურსში საქართველოს წარმომადგენლის ირუ ხეჩანოვის სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა.
საკონკურსო სიმღერის Echo ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი ირუს და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით.
11 მაისს ხეჩანოვი ლივერპულში “ევროვიზია 2023”-ის ნახევარფინალში გამოვა.
22 წლის თბილისელი სომეხი მომღერალი ევროვიზიის კონკურსზე, საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტის The Voice-ის შედეგების მიხედვით შეირჩა.