სომხეთში მყოფი კუხო-ს გენერალური მდივანი იმანგალი ტასმაგამბეტოვი სამუშაო ვიზიტით ჯერმუკის თემს ეწვია. როგორც იუწყება ARMENPRESS.AM-ი, კუხო-ს გენერალურმა მდივანმა არაერთი შეხვედრა გამართა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან.
იმანგალი ტასმაგამბეტოვმა 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული სამხედრო ოპერაციების შედეგად დაზარალებული ჯერმუკის თემის ადგილები მოინახულა.
შექმნილ ვითარებას კუხო-ს გენერალური მდივანი ადგილზე გაეცნო.
13 სექტემბრიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს საარტილერიო საშუალებებიდან, მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და ასევე გამოიყენეს უპილოტო მფრინავი აპარატები.