მთავარიპოლიტიკა

საჭიროა საერთაშორისო სამშვიდობოების მექანიზმი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რასმუსენი

ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო სამშვიდობოების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებას. News.am-ის გადმოცემით, პირველი არხის პეტროს ღაზარიანთან ინტერვიუს დროს განაცხადა ორგანიზაცია “რასმუსენ გლობალის” თავმჯდომარემ და ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

„მე ვარ აქ სომხეთის მთავრობის მოწვევით, რათა დავეხმარო სომხეთს უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაში, განსაკუთრებით ევროკავშირთან და დასავლეთთან. სომხეთს სჭირდება სანდო მეგობრები და მე ვეცდები დავეხმარო სომხეთს ამ მეგობრების მიღებაში“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ლაჩინის დერეფნის ბლოკადა არის არაადამიანური და უკანონო.

„მე მქონდა საშუალება მესაუბრა იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ მთიან ყარაბაღში. ერთ-ერთი მათგანი იყო მედდა ანუში, რომელმაც მითხრა საკვებისა და წამლების ნაკლებობაზე. რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ეს არის სავალდებულო გადაწყვეტილება. ეს ბლოკადა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

მე ვუგზავნი მესიჯს ილჰამ ალიევს, სასწრაფოდ შეწყვიტოს ბლოკადა. მე მჯერა, რომ პრეზიდენტ ალიევს არ სურს გახდეს საერთაშორისო აგრესორი, როგორც პრეზიდენტი პუტინი. მე მოვუწოდებ ევროკავშირს, მაქსიმალურად გაზარდოს ზეწოლა ალიევზე. ვინაიდან, როგორც ვიცით, ევროკავშირს უკვე აქვს ენერგეტიკული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი პლატფორმა, სადაც ალიევს ეუბნებიან, რომ არ შეიძლება დაარღვიო საერთაშორისო სამართალი და დარჩე დაუსჯელი“, – განაცხადა მან.

რასმუსენმა თქვა, რომ ის ასევე მოუწოდებს ევროკავშირს გაზარდოს სადამკვირვებლო მისია სომხეთში, იმის დასარწმუნებლად, რომ აზერბაიჯანი მოერიდება შემდგომ აგრესიას სომხეთის წინააღმდეგ და, რომ სამშვიდობო შეთანხმება სამართლიანი იქნება იმ მხრივ, რომ გარანტირებული იქნება მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებები და უსაფრთხოება.

„ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო სამშვიდობოების მექანიზმი, რომლითაც გარანტირებული იქნება მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება“, – განაცხადა რასმუსენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button