პოლიტიკა

სომხეთის პროკურატურის დაარსებიდან 105 წლის იუბილეს ფარგლებში სომხეთში მიიწვევენ საქართველოს გენერალურ პროკურორს

16 მარტს სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ანა ვარდაპეტიანმა მიიღო დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი შარვაშიძის ხელმძღვანელობით.

როგორც ARMENPRESS.AM-ი წერს, გენერალური პროკურატურის გზავნილიდან ირკვევა, რომ ანა ვარდაპეტიანმა ეფექტურად შეაფასა სომხეთისა და საქართველოს გენერალურ პროკურატურებს შორის არსებული თანამშრომლობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთქმედების ფარგლებში ქართველ პარტნიორებთან პრობლემური პუნქტები არ არსებობს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურასა და საქართველოს პროკურატურას შორის 2022 წლის აპრილში გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის პარტნიორობის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

შეხვედრის დასასრულს სომხეთის გენერალურმა პროკურორმა ანა ვარდაპეტიანმა ელჩს აცნობა, რომ 2023 წლის 1 ივლისს სომხეთის პროკურატურა აღნიშნავს დაარსების 105 წლის იუბილეს და მოწვევა გაეგზავნება მის ქართველ კოლეგას, საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ანა ვარდაპეტიანს მიღებისთვის, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმართული პროგრამების განხორციელებას და სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტით მიიწვია.

ნახეთ მეტი
Back to top button