პოლიტიკა

უკვე აშკარად –    ბაირამოვმა „ზანგეზურის დერეფნის“ იდეა შუა დერეფანს „დაუკავშირა“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანკარაში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ღიად დაუკავშირა „ზანგეზურის დერეფანი“ შუა დერეფანს.

„რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა უფრო თვალსაჩინო გახადა  ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა“, – განაცხადა ბაირამოვმა. ამის შესახებ   APA-ზე  დაყრდნობით  წერს  NEWS.AM-ი.

როგორც საინფორმაციო წყარო აღნიშნავს:  „რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ზრდის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას, მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რათა შეიქმნას  ოკუპაციისგან გათავისუფლებულ აზერბაიჯანის ახალ ტერიტორიებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ზანგეზურის დერეფნის მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით, არსებობს რწმენა, რომ აზერბაიჯანის ეს ძალისხმევა შექმნის პირობებს შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისთვის, მნიშვნელოვან წვლილს  შეიტანს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

შეგახსენებთ, რომ შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპისა და აზიის დაკავშირებას.  ფაქტობრივად, ეს არის “დიდი თურანის” იდეის რეალიზაციის დასაწყისი. ვარაუდობდნენ, რომ ის საქართველოს სამხრეთით გაივლის, სომხეთის გვერდის ავლით, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი აგრძელებენ სომხეთის საზღვრების ბლოკირებას. თუმცა, 44-დღიანი ომის შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანმა და თურქეთმა გააჩაღეს, ბაქომ და ანკარმა უფრო დაჟინებით დაიწყეს ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის მოთხოვნა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოითხოვენ სომხეთის ტერიტორიის ნაწილს. როგორც „დერეფანს“. ორი დერეფნის შეერთებით აზერბაიჯანელმა მინისტრმა, ფაქტობრივად, გახსნა სათამაშო კარტები და ნათელი მოჰფინა იმ ჰიპოთეზას, რომ 2020 წ. აგრესიული ომი თურქეთის დავალებით  და შორსმიმავალი მიზნებით იყო გაჩაღებული.

ნახეთ მეტი
Back to top button