პოლიტიკა

ფაშინიანის „მესიჯი“ საერთაშორისო თანამეგობრობას სიტუაციის მოსაგვარებლად – ექსპერტების აზრი

თუ რუსეთის ფედერაცია ვერ შეასრულებს თავის სამშვიდობო როლს, მან უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს არცაში საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების საკითხზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სომხეთის ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს უსაფრთხოების დამატებითი საერთაშორისო გარანტიების შემოღების აუცილებლობაზე. მათივე თქმით, ამჟამად ძნელია იმის დაკონკრეტება, რა ღონისძიება მოესადაგება ამ საკითხს,  რადგან გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ძალაუფლების ცენტრებში არცერთ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არ არსებობს.

სანამ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ეთნიკური წმენდისა და გენოციდის საფრთხე ემუქრება, არცახის თავდაცვის არმიის არსებობა გამართლებულია, განაცხადა სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 16 მარტს მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, თუმცა, თავდაცვის არმია არ არის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გენოციდის პრევენციის ერთადერთი მექანიზმი. ასეთი მექანიზმია რუსული სამშვიდობო ძალებიც.

„რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა  მთიანი ყარაბაღის  მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესაძლებლობა და აიღო მთიანი ყარაბაღის ხალხის უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გარანტიის როლი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ფედერაცია სრულად შეასრულებს ზემოხსენებულ ფუნქციას, მაგრამ თუ ჩვენი მეგობარი და მოკავშირე, რუსეთის ფედერაცია, ვერ შეასრულებს ამ როლს რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, ვფიქრობ, მან უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს და განგაშის ატეხოს  მთიანი ყარაბაღი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების საშიშროების შესახებ და ამის თავიდან იცილოს  დამატებითი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობა მთიან ყარაბაღსა  და ლაჩინის დერეფანში“.

ფაშინიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ აქვს რაიმე ვარაუდი მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ჯარების მოქმედების შესახებ.

  „უბრალოდ, ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მომხდარი მოვლენების სერია, როგორიცაა ხწაბერდის, ძველი თაღერის ოკუპაცია, ფარუხის მოვლენები, ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა, პოლიციელების და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები, შემაშფოთებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის რეგულარული დარღვევა და მოსახლეობის დატერორებისკენ მიმართული ქმედებები. ამავდროულად, არ შემიძლია არ აღვნიშნო რუსეთის სამშვიდობო ჯარების უნიკალური როლი, დამსახურება იმაში, რომ 12 დეკემბრიდან ლაჩინის დერეფნის უკანონო დახურვის გამო მთიანი ყარაბაღის კრიზისი არ გადაიქცა ჰუმანიტარულ კატასტროფად.  მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ მიზნის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის.”

ნიკოლ ფაშინიანი მნიშვნელოვან და სასწრაფოდ მიიჩნევს, რომ სომხეთმა მიიღოს ზომები გენოციდების პრევენციის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების მიმართულებით. საუბარია გაერო-ს ფარგლებში დაგეგმილ მექანიზმებზე. პრემიერმა ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მითითებები მისცა. „მინდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში გაგზავნის მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რათა აზერბაიჯანმა არ აქციოს თავისი უსაფუძვლო პრეტენზია იმის შესახებ, რომ სომხეთი ახორციელებს იარაღის ტრანსპორტირებას არცახში, არ გახადოს ახალი რეგიონული ესკალაციის საბაბად. ფაშინიანმა შეახსენა, რომ ეს თემა 2022 წლის 6 დეკემბერს პრაღის შეხვედრაზეც იყო განხილული. საერთაშორისო მექანიზმის გარეშე მიღწეული შეთანხმებები ჩავარდება და ბაქოს მიერ დავიწყებას მიეცემა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სომხეთის ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობაზე.

პოლიტოლოგი ჟირირ აზიზიანი მიიჩნევს, რომ ეს, პირველ რიგში, არცახელი  სომხების ინტერესებიდან გამომდინარეობს, რადგან ისინიც ხედავენ, რომ რეალურად რუსული სამშვიდობო ჯარები სრულად არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

„არ შეუძლია   –   თუ არ უნდა“   – აი ეს არის საკითხი , კომენტარის გაკეთება ამჟამად არ მინდა, რადგან ეს ღრმა შესწავლის საგანია.

  „ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დასვაა მსგავსი შეკითხვა და თქვა, რომ სწორი იქნებოდა რუსეთის მიერ საკითხის დაყენება, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი ამ საკითხს არ დააყენებს. ეს უფრო გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ამ მომენტში გვაქვს ასეთი ვითარება და ამ სიტუაციის მოსაგვარებლად საყოველთაო ძალისხმევაა საჭირო“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი რობერტ ღევონდიანი.

  ღევონდიანის აზრით, ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს არცერთ შეთანხმებას, მათ შორის ბრიუსელისა და პრაღის შეთანხმებებს, აიძულებს ფაშინიანს მოითხოვოს გარანტიები, რომ შემდგომი შეთანხმებები და პროცესები ისე წარიმართება, როგორც წინასწარმეტყველებდნენ.

„არ უნდა იქნას დაშვებული, რომ რომ თქვა ერთი და გააკეთო მეორე, მაგრამ აქ ამის მიღწევა ძალიან რთულია. ავღნიშნავ კიდეც, რომ ამის მიღწევა უახლოეს მომავალში შეუძლებელია, პირველ რიგში, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ძალაუფლების ცენტრებს არ აქვთ საერთო მიდგომები არც ერთ საკითხთან დაკავშირებით და, ასე თუ ისე, აზერბაიჯანი შეძლებს თამაშს  რომელიმე ძალაუფლების ცენტრის დაპირისპირების საკითხის გამოყენებით“.

ექსპერტები პრიორიტეტად მიიჩნევენ მკაფიო მექანიზმების ჩამოყალიბებას, რომელიც გამოვლენ იმის გარანტად, რომ აზერბაიჯანი შეასრულებს მიღწეულ შეთანხმებებს.  

ჟირირ აზიზიანის თქმით, დასავლეთიც ხედავს ამ საჭიროებას. ექსპერტებისთვის რთულია იმის თქმა, თუ რა მექანიზმი  შეიძლება იქნას გამოყენებული.  შეიძლება თუ არა გაეროს ფაქტების დამდგენი მისია იყოს ასეთი გარანტი? პოლიტოლოგის აზრით, ეს ფაქტების დამდგენი ჯგუფის მისიაზე იქნება დამოკიდებული.

  „ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს აზერბაიჯანი არც კი ახორციელებს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას, უგულებელყოფს მას. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ლოგიკაში გვაქვს საერთაშორისო სასამართლო, მაგრამ ასევე გვჭირდება „პოლიცია“, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას აიძულებს.

მეორე მხრივ, ექსპერტების აზრით, ეს არის ის რეალური პროცესი, რომელშიც სომხეთი იმყოფება და ის ვალდებულია გააგრძელოს ეს პროცესი, ამის გარდა ის უნდა გაძლიერდეს,  განახორციელოს რეფორმები ჯარში და დაელოდოს შესაძლო უფრო ხელსაყრელ სიტუაციებს.

თარგმანი

ავტორი: კარენ ღაზარიან

ნახეთ მეტი
Back to top button