ეკონომიკა

“რუსეთმა და სომხეთმა მთლიანად უარი თქვეს დოლარითა და ევროთი გარიგებებზე”. ქერობიანი

Radar Armenia წერს, რომ ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა ინტერვიუ მისცა რუსულ პერიოდულ „ვედომოსტს“, სადაც ისაუბრა რუსეთიდან სომხეთში გადმოსულ მოქალაქეებზე და სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე.

“2022 წლის წმინდა რელოკაციამ შეადგინა დაახლოებით 108-110 ათასი მოქალაქე. ანუ ამდენი რუსი ჩამოვიდა სომხეთში და დარჩა მუდმივად“, – განაცხადა მან.

მისი მონაცემებით, 2022წ. სომხეთში რუსეთის მონაწილეობით 2500-მდე იურიდიული პირი და 4000 ინდივიდუალური მეწარმე გაიხსნა. გასულ წელს მინისტრი სომხეთის საბანკო სისტემაში კლიენტთა სახსრების დამატებით შემოდინებას აფასებს 3 მილიარდ დოლარად, რამაც, მისი თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დაახლოებით ერთი მეოთხედის უზრუნველყოფის საშუალება მისცა.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 12.6%-ში (2022 წლის მშპ-ს ზრდა) რელოკაციამ უზრუნველყო 3 პროცენტზე მეტი“, – თქვა მან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა და სომხეთმა მთლიანად უარი თქვეს დოლარსა და ევროში ანგარიშებზე. მინისტრის თქმით, რუბლი ახლა ძალიან არასტაბილურია, ამიტომ სომხური დრამის გამოყენება ახლა უფრო სასურველია, მაგრამ მისი პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში გამოყენებისთვის შეზღუდულია.

ნახეთ მეტი
Back to top button