მთავარიპოლიტიკა

სომხეთი იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას  – ოლივერ ვარჰელი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გათვალისწინებით, სომხეთი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან მისი უსაფრთხოებისთვის უნდა დაეყრდნოს ქვეყანას, რომელიც ახორციელებს აგრესიას მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში სომხეთმა ევროკავშირის, როგორც მისი მთავარი პარტნიორისკენ მიაპყრო თვალი.  “ARMENPRESS”-ის  ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების საკითხის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას.   

„დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში რეფორმების სტაბილური პროგრესის გათვალისწინებით, სომხეთი იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას. ჩვენი ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება არის სომხეთის შიდა რეფორმების დღის წესრიგის გეგმა. ის ორ წელზე მეტია, რაც სრულ ძალაშია“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

ოლივერ ვარჰელიმ დასძინა, რომ ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას აქვს 2,6 მილიარდ ევროზე მეტი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი და სომხეთში უკვე ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

ევროსაბჭოს დეპუტატის, ანდრეი კოვაჩევის მიერ წარდგენილ ანგარიშზე ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების შესახებ, ვარჰელმა აღნიშნა, რომ სომხეთს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი სასამართლო სისტემის, ანტიდისკრიმინაციის, გენდერული თანასწორობის, მოწყვლადი ჯგუფების დაცვისა და უცხოური დეზინფორმაციის შეკავების კუთხით.

ვარჰელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ გაიზარდა ევროკავშირ-სომხეთის სავაჭრო ბრუნვა, ასევე გაიზარდა სომხეთ-რუსეთის სავაჭრო ბრუნვაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით სომხეთთან უფრო ინტენსიურ გაცვლას ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ის ასევე არის ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ ვაპირებთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად“, – დასძინა ევროკომისარმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის ხელშეწყობაში და აქვს ამაში პირადი ინტერესი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხარდაჭერით, ისევე როგორც სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის მხარდაჭერით.

ოლივერ ვარჰელმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ბევრი საკითხი, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, რომელთაგან ერთ-ერთია ლაჩინის დერეფანში გადაადგილების დაბრკოლება, ხოლო 5 მარტის ტრაგიკულმა ინციდენტმა (რედ. 3 პოლიციელის დაღუპვა) აჩვენა, რომ შექმნილი ვითარებაა  რეგიონში “აალებადია”.

ევროკომისარმა ასევე ისაუბრა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიაზე, რომელიც ადგილზე მონიტორინგს უწევს უსაფრთხოების ვითარებას და აქვეყნებს ანგარიშს.

„ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული და არსებითი ელემენტი ევროკავშირის მცდელობებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად“, – დაასკვნა ვარჰელმა.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპარლამენტმა ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

ნახეთ მეტი
Back to top button