მთავარიპოლიტიკა

ძნელი წარმოსადგენია საქართველო მდიდარი სომხური კულტურის გარეშე. გიორგი შარვაშიძე ალენ სიმონიანს

20 მარტს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მიულოცა ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიური მისიის დაწყება.

როგორც აცნობებს „ARMENPRESS“-ი ეროვნული ასამბლეის მიერ გავრცელებულ გზავნილზე დაყრდნობით, ალენ სიმონიანმა დიდი ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან ურთიერთობაზე და შეახსენა, რომ სომხეთის მთავრობის 2021-2026 წლების სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტულად ხაზგასმულია საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება.

მან აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით.

შეხვედრაზე განიხილეს მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. პარლამენტების პრეზიდენტების პერიოდული შეხვედრების მხედველობაში მიღებით ალენ სიმონიანმა აცნობა, რომ ამ დონეზე მომდევნო შეხვედრა წელს სომხეთში გაიმართება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პარლამენტთაშორისი სამეგობრო ჯგუფებისა და შესაბამისი კომიტეტების მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს ელჩმა, მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის, აღნიშნა, რომ სომხეთი მისთვის მშობლიური ქვეყანაა და ახსენა სომეხი მეგობრები, რომლებთანაც ბავშვობაში ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძნელი წარმოსადგენია საქართველო მდიდარი სომხური კულტურის გარეშე.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ძალისხმევა არ დაიშურონ სომხურ-ქართული ისტორიული მეგობრობისა და ახალგაზრდებს შორის მეზობლური პოტენციალის გასაძლიერებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button