მთავარიპოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიამ მოუწოდა აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლივ განახორციელოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ლაჩინის დერეფნის გახსნის შესახებ. ამის შესახებ “Armenpress”-ი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი ღრმად შეშფოთებულია ჰუმანიტარული კრიზისით, რომელიც გამოწვეულია ლაჩინის დერეფნის ბლოკადით.

„ეს დერეფანი არის მაშველი ხაზი მთიან ყარაბაღსა და სომხეთში მცხოვრებ ადამიანებს შორის“, წერს კომისია და მხარს უჭერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომელიც მოითხოვს სასწრაფო მოქმედებას და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა.

ნახეთ მეტი
Back to top button