საზოგადოება

სომხეთში თავშესაფრის მაძიებლებისთვის 120 ადამიანზე გათვლილი ახალი თავშესაფარი შენდება

თავშესაფრის მაძიებელთათვის განკუთვნილი ახალი თავშესაფრის სამშენებლო სამუშაოები წელს დასრულდება. თავშესაფარი შენდება კოტაიკის რაიონის ქალაქ აბოვიანში და განკუთვნილია 120-მდე თავშესაფრის მაძიებლისთვის. ამის შესახებ NEWS.am სომხეთის  შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ითხოვენ ლტოლვილის სტატუსს და თავშესაფარს სომხეთის  ხელისუფლებისგან, შეუძლიათ დროებით იცხოვრონ სპეციალურ საცხოვრებელში.  ამჟამად ინფრასტრუქტურა ვერ  აკმაყოფილებს თავშესაფრის მაძიებელთა წლიურ ნაკადს, რომელიც საშუალოდ 250 ადამიანს შეადგენს, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 968 იყო.

ახალი თავშესაფრის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის ხარისხი, რომელიც მიზნად ისახავს თავშესაფრის მაძიებელთა დაცვას სომხეთის რესპუბლიკაში.  სამშენებლო სამუშაოები მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის კოორდინაციით ნიდერლანდების, დანიისა და გერმანიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. მშენებლობის ბიუჯეტი 1,5 მილიონი დოლარია. შენობა წლის ბოლომდე მზად იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button