საზოგადოება

Telegram-ში გამოქვეყნებული მკითხველის აზრი ალიევის განცხადებებზე „მონოეთნიკური“ სომხეთის შესახებ

„აზერბაიჯანი მრავალეროვნული რესპუბლიკაა არა იმიტომ, რომ ძირძველ ხალხებს მიეცათ იქ ცხოვრების ნებართვა, არამედ იმიტომ, რომ ამ ხალხების ტერიტორიაზე შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ, ვინც თავს თურქად თვლის, თან აზერბაიჯანელები ჩამოიყნვანეს  და იქ მკვიდრ და სხვა ხალხებს ცხოვრების უფლება მიოსცეს. ეს ხალხები იქ ცხოვრობდნენ უძველესი დროიდან აზერბაიჯანამდეც.  ეს სულაც არ არის აზერბაიჯანის დამსახურება, არამედ არის მოცემულობა. ეს სატრაბახოა?

სომხეთის ბერძნული სათვისტომოს ბავშვთა სიმღერის ანსამბლი

სომხეთში არიან ასურელები, რომელთა სამშობლოც არის თურქეთის თანამედროვე სამხრეთი და ერაყის ჩრდილოეთი; სომხეთში არიან იეზიდები, რომელთა სამშობლო  არის თანამედროვე თურქეთის სამხრეთი და ირანის ჩრდილოეთი; სომხეთში არიან პონტოელი ბერძნები, რომელთა სამშობლოა საბერძნეთი და პონტო (თანამედროვე თურქეთი); რუსებს არ ჩავთვლი, რადგან ისინიც აზერბაიჯანშიც არიან. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ერებისა, რომლებსაც აქვთ საკუთარი ეროვნული სკოლები, დროშები და პარლამენტარები სომხეთში, კიდევ ბევრი იმიგრანტია ირანიდან და ინდოეთიდან, რომლებიც არ არიან სომხეთის მოქალაქეები, ისინი ჩამოვიდნენ სასწავლებლად და სამუშაოდ.

ზოგადად ბუნებრივია, რომ სომხეთი მონოეთნიკური ქვეყანაა. რადგან სომხეთის მთიანეთის ავტოქტონები არიან სომხები. სომხეთის მთიანეთში მცხოვრები სხვა ხალხები ისტორიული ცვლილებების გამო  აღმოჩნდნენ აქ“.

სატიტულო ფოტოზე: იეზიდური ტაძარი სომხეთის სოფელ აკნალიჭში

ნახეთ მეტი
Back to top button