მთავარიპოლიტიკა

სამხრეთ კავკასიაში ომის საშიშროება რეალურია, რაც ევროპის ინტერესებს არ ემთხვევა – რასმუსენი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უახლოეს თვეებში ომის საშიშროებას ხედავს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ასეთი აზრი Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უახლოეს თვეებში ღია ომის საშიშროება რეალურია და ჯეროვნად არ არის შეფასებული,  მთიანი ყარაბაღი სომხეთთან დამაკავშირებელი მხოლოდ ერთი გზაა და ის გზა 12 დეკემბრიდან ჩაკეტილია.  არ ატარებენ არაფერს პირველი მოთხოვნილების პროდუქტსა და წამლებსაც  კი.   ხალხი სომხურ მხარეს არის დარჩენილი და საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰუმანიტარული კატასტროფა. ყოველივე ამის საბოლოო მიზანი ეთნიკური წმენდაა.  აქ  ცხოვრება იმდენად რთულია, რომ ზოგმა შესაძლებალია დატოვოს ტერიტორია. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ბლოკადის შეჩერების მოწოდებით მესიჯი გავუგზავნე. მან არ მიპასუხა, ისევე როგორც არასდროს გამოხმაურებია საერთაშორისო საზოგადოების სხვადასხვა განცხადებებს. საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანსაც დაავალა შეწყვიტოს ბლოკადა, მაგრამ ბლოკადა გრძელდება. მე ვაფასებ ემანუელ მაკრონის ერთგულებას ამ საკითხში და ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები შეუერთდებიან საფრანგეთს პრეზიდენტ ალიევზე ზეწოლაში“, – განაცხადა რასმუსენმა.

კითხვაზე, თუ რა სახის ზეწოლაზეა საუბარი, რასმუსენმა უპასუხა: „ევროკომისია და აზერბაიჯანიდაკავშირებულნი არიან ენერგეტიკის სექტორში შეთანხმებებით. აშკარაა, რომ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ ალტერნატივები გვჭირდება. მაგრამ სწორედ ეს შეთანხმება შეიძლება გახდეს შესანიშნავი საფუძველი აზერბაიჯანის პრეზიდენტზე ზეწოლის განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია ვუთხრათ ბაქოს, რომ ჩვენი ენერგეტიკული ინტერესის გამო ვერ დავეთანხმებით  პოტენციურ ჰუმანიტარულ კატასტროფას. ილჰამ ალიევი შეიძლება იყოს ავტოკრატი, ისევე როგორც ვლადიმირ პუტინი, მაგრამ მე მტკიცედ მჯერა, რომ ის აცნობიერებს, რომ.  თუ ის საერთაშორისო იზოლაციაში იქნება, როგორც მისი რუსი კოლეგა, ეს მისთვის სარგებლის მომტანი ვერ იქნება.  მე ვფიქრობ, რომ ალიევი დეტალურად ითვლის იმ საზღვრებს, რომელთა გადაკვეთაც შეუძლებელია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით. იმიტომ, რომ მთიანი ყარაბაღის ბლოკადა კანონის დარღვევაა, ისევე როგორც გასული წლის სექტემბერში სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტები, რასაც სომხეთის ზოგიერთი ტერიტორიის ოკუპაცია მოჰყვა. ევროკავშირმა უნდა გააგებინოს ალიევს, რომ ეს დარღვევები ვერ დარჩება დასჯის გარეშე.

2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების თანახმად  ლაჩინის დერეფანი რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშაა.  „ჩემი თვალით ვნახე ჯარისკაცები, რომლებიც გზას აკონტროლებდნენ. ძალიან ახლოს არიან ბლოკირების ადგილთან, მაგრამ არაფერს აკეთებენ. მოსკოვმა არაფერი გააკეთა ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც არაფერი თქვა სექტემბერში, როდესაც აზერბაიჯანმა სომხეთს შეუტია. შესაძლებელია, რომ მოსკოვს, გარდა იმისა, რომ არ უნდა დაეხმაროს თავის ისტორიულ მოკავშირეს, ასევე არ ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, რადგან ის მთლიანად არის ორიენტირებული უკრაინის ფრონტზე“, – დასძინა რასმისენმა.

  მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროპის კარიბჭესთან ახალი კონფლიქტი მათთვის მომგებიანი ვერ იქნება. რასმუსენის თქმით, უპირველეს ყოვლისა, მას შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს ევროპის ენერგომომარაგება.

ამასთან, რასმუსენმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის პასიურობა შეიძლება ნიშნავდეს არაფორმალურ ალიანსს როგორც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე რუსეთსა და თურქეთს შორის. „ამიტომ ევროპული სახელმწიფოებმა ყურადღება უნდა მიაქციონ  სამხრეთ კავკასიასთან. ვფიქრობ, ევროკავშირმა გააცნობიერა, რა დევს  სასწორზე სომხეთში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნით. ამ დროისთვის დამკვირვებელთა ჯგუფი ძალიან მცირეა, თანხები უკიდურესად შეზღუდულია და ექსპერტებს არ აქვთ წვდომა საზღვრის აზერბაიჯანულ ნაწილზე.  თუმცა, ეს კარგი ბაზაა“, – განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ დამკვირვებლების მიზანია საფრთხის თავიდან აცილება საშუალოვადიან პერსპექტივაში, რადგან აზერბაიჯანი ვერ გაბედავს შეტევას, სანამ ევროპელი დამკვირვებლები იქ იქნებიან.

მან მოუწოდა ევროკავშირს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოაგზავნოს რეალური ფაქტების დამდგენი მისია, რათა წარმოადგინოს დოკუმენტირებული და დადასტურებული ფაქტები მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ.

რასმუსენმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევსაც უნდა მოუწოდონ. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამ მხრივ დიდი მოქნილობა გამოიჩინა და განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება პრიორიტეტულია.

მან აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საერთაშორისო მექანიზმის შემოღება, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ გარანტიების შესრულებას.

რასმუსენის თქმით, ეს არარეალიზებადია სამშვიდობო მისიის გარეშე, რომელიც შეძლებს ეთნიკური წმენდის საფრთხის შესახებ გაფრთხილებას. ამასთან დაკავშირებით მან მოუწოდა მთიან ყარაბაღში გაგზავნილი იქნას გაეროს მანდატით აღჭურვილი საერთაშორისო შეიარაღებული მისია.

ნახეთ მეტი
Back to top button