ეკონომიკა

სომხეთში ეკონომიკური აქტივობა თებერვალში 11,3%-ით გაიზარდა,  ექსპორტი გაორმაგდა

მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი 11,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ვიგებთ. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის სფეროში – 79,5%. ექსპორტი 2,1-ჯერ გაიზარდა, იმპორტი 62%-ით. მომსახურების მოცულობა გაიზარდა 21,1%-ით, სავაჭრო ბრუნვა 18,2%-ით, სამშენებლო მოცულობა 13,9%-ით. მცირე კლება დაფიქსირდა მხოლოდ სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსში, 0,1%-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მოცულობა გაიზარდა 0,7%-ით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი 8,1%-ით გაიზარდა, ელექტროენერგიის წარმოება 1,3%-ით გაიზარდა. ცნობას Factor.am-ი აქვეყნებს.

ნახეთ მეტი
Back to top button