თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 4 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ვინ არიან ერდოღანის კონკურენტები?

FACTOR.am ის ინფორმაციით, თურქეთში 14 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ოთხმა კანდიდატმა მიიღო. ამის შესახებ თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ (YSK) განაცხადა, იუწყება ადგილობრივი მედია. ოთხი კანდიდატია: მმართველი „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური „ნაციონალური ალიანსის“ გაერთიანებული კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, პარტია „სამშობლოს“ ლიდერი მუჰარემ ინჯე და ექსტრემისტული მარჯვენა “ATA” ალიანსის კანდიდატი სინან ოღანი. ინჯენს და ოღანს მოუხდათ მინიმუმ 100 000 ხელმოწერის შეგროვება მათი მხარდამჭერებისგან, რადგან ისინი არ იყვნენ წარდგენილი პოლიტიკური პარტიის მიერ, რომელმაც ბოლო არჩევნებში ეროვნული ხმების მინიმუმ 5 პროცენტი მოიპოვა. მხოლოდ ინჯმა და ოღანმა შეძლეს 100 000 ხელმოწერის შეგროვება, ხოლო სხვა პოტენციურმა კანდიდატებმა, როგორიცაა დოგუ პერინჩეკი „სამშობლოს“ პარტიიდან და აჰმედ ოზალმა, გარდაცვლილი პრეზიდენტის ტურგუთ ოზალის ვაჟმა, ხელმოწერების შეგროვება ვერ შეძლეს. არჩევნებში მთავარი ბრძოლა ერდოღანსა და ქილიჩდაროღლუს შორის იქნება. დავამატოთ, რომ პროქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც სიდიდით მესამე ფრაქციაა პარლამენტში, კანდიდატის დასახელებაზე უარი თქვა და სავარაუდოდ ქემალ ქილიჩდაროღლუს დაუჭერს მხარს.
ემა ჩობანიანი