პოლიტიკა

თეირანი კარგ მდგომარეობაშია  –   როგორ მოიქცევა ისრაელი?

მცირე არ არის ისრაელის სამხედრო-ტექნიკური დახმარების როლი აზერბაიჯანის აგრესიაში სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ. ბაქოსა და თელ-ავივს შორის თანამშრომლობა ამ სფეროში საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა  2020 წლის ზაფხულში ტავუშის ესკალაციისა და შემოდგომაზე აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის დროს. იმ წელს. 44-დღიანი ომის შემდგომი პერიოდი გამოირჩეოდა იმით, რომ ისრაელისა და აზერბაიჯანის დაახლოებამ დაიწყო საჯარო და ხშირად დემონსტრაციული ხასიათის მიღება, რომელიც მიმართული იყო უპირველეს ყოვლისა ირანის წინააღმდეგ, რომელიც, ამას აცნობიერებდა და  არაერთხელ გამოდიოდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც ემზადებოდა სრულმაშტაბიანი ომისთვსი სომხეთის სიუნიქის რეგიონის დაპყრობის მიზნით.

საიდუმლო არ არის, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა აგრესიის ახალი რაუნდი დაიწყო მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ. ჯერ ეს გამოიხატა 2022 წლის 12 დეკემბრიდან ლაჩინის დერეფნის დახურვით და ჰუმანიტარული კრიზისის სახით მთიან ყარაბაღში, შემდეგ კი ბაქო ღია სამხედრო პროვოკაციებზე გადაიზარდა, რის შედეგადაც 2023 წლის 5 მარტს სამი არცახელი პოლიციელი დაიღუპა.

ამის  პარალელურად აზერბაიჯანი ამზადებს ინფორმაციას შესაძლო ახალი მასშტაბური ესკალაციისთვის.

საერთაშორისო ჟურნალისტის აბას ჯუმას განცხადებით, არსებობს მრავალი ჰიპოთეზა, რომ მთიან ყარაბაღში სიტუაცია ესკალაციას გამოიწვევს.

მან შეახსენა, რომ მოსკოვმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება ბაქოს მისამართით, ირანი კი მუდმივად აკეთებს მსგავს განცხადებებს.

„რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკი რომ არ ყოფილიყო, თეირანისა და მოსკოვის განცხადებები არ იქნებოდა. როგორც ხედავთ ისინი არიან“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ ბაქო შეისმენს  ამ მოწოდებებს და პროცესები წინ წავა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ ბაქო ასევე აძლიერებს საჯარო კონტაქტებს ისრაელთან, სადაც სასამართლო რეფორმების წინააღმდეგ პროტესტი დაიწყო, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

„პროტესტების დაწყებამდეც კი დიდად არ მეგონა, რომ ისრაელი დახმარებოდა ბაქოს. ისრაელი აზერბაიჯანში ერთ მიზანს ატარებს და ეს არის არა აზერბაიჯანის დახმარება სომხეთთან ბრძოლაში, არამედ ირანთან დაპირისპირება“, – განაცხადა ჯუმამ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში.

ის არ ფიქრობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში მას ისრაელი სერიოზულად შეუერთდება, თუმცა ისრაელის მონაწილეობის გარეშე ეს ალბათ შეუძლებელია.

ჟურნალისტმა შესაბამის  რიტორიკაზეც  გაამახვილა ყურადღება და შეახსენა ბოლო დროს ელჩების გაცვლასა და აზერბაიჯანელების მიერ ისრაელის იარაღის აქტიურ გამოყენებაზე.

„თუმცა ისრაელი მიუხედავად საკმაოდ რთული საშინაო სიტუაციისა მაინც მზადაა დაეხმაროს აზერბაიჯანს ამჟამადაც.  მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მხარდაჭერის დონე არ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს შეიძლება აზერბაიჯანს მოეჩვენოს. ამ შემთხვევაში, უფრო სწორი იქნება  ბაქო-ანკარას ტანდემზე  ვისაუბროთ, როგორც ეს მოხდა ბოლო ყარაბაღის ომში“, – დასძინა მან.

აბას ჯუმამ განმარტა, რომ ისრაელი ისევე იქნება ჩართული შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტში ისე , როგორც ირანი. ამ შემთხვევაში ისრაელი მოქმედებს რეგიონში, როგორც თეირანის საპირწონე,  განსაკუთრებით სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში.

„ისრაელი ბაქოში სწორედ ამ მიზეზით მოვიდა, მაგრამ ამავდროულად, ისრაელი არ არის მზად ფართომასშტაბიან  რეგიონულ  კონფლიქტში  პირდაპირი მონაწილეობისთვის, ის დიდად არ არის დაინტერესებული თეირანთან პირდაპირი დაპირისპირებით. რატომ? იმიტომ, რომ დღეს ირანი ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ალბათ საუკეთესო მდგომარეობაშია ბოლო 40 წლის განმავლობაში.

ამიტომ, შიდაპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ისრაელ არ  მგონია  რომ მზადაა ისლამურ რესპუბლიკასთან ღია კონფლიქტისთვის, ამიტომ, ირანთან პირდაპირი კონფლიქტის მაღალი რისკის გამო, სავარაუდოდ, ისრაელი არ მიიღებს პირდაპირ მონაწილეობას სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით. მაგრამ ბაქოსთვის  ყველა სახის მხარდაჭერა სავსებით შესაძლებელია, მათ შორის დაზვერვითა  და იარაღით, რომელიც მიმართულია ისევ ირანის წინააღმდეგ“, – ხაზგასმით აღნიშნა ჟურნალისტმა.

მას გაუჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ ესკალაციის შემთხვევაში ირანი შევა კონფლიქტში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

„თეირანის რიტორიკა ძალიან გადამწყვეტია, ბრძოლისაკენ მომწოდებელი, შეიძლება ჩანდეს, რომ ირანი გამოეხმაურება მის  ეკონომიკასა თუ უსაფრთხოებაზე  რაიმე შესაძლო საფრთხეს, მაგრამ როგორ იქნება ის რეალურად X-საათზე, უცნობია“, – დაასკვნა აბას ჯუმამ.

ნახეთ მეტი
Back to top button