მთავარიპოლიტიკა

ირანი არ დაუშვებს კავკასიის რეგიონის საზღვრების შეცვლას. იირ-ის არმიის სახმელეთო ჯარების სარდალმა მიმართა ბაქოს

აზერბაიჯანის სასაზღვრო გადაადგილების შესახებ განცხადებების სერიის შემდეგ, ირანის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდალმა ქიუმარს ჰეიდარმა განაცხადა: „კავკასიაში ძალიან მგრძნობიარე საკითხებია. ერთ-ერთი მათგანია სიონისტური რეჟიმის ელემენტების არსებობა ამ ქვეყნის საზღვრებზე“.

News.am იტყობინება, რომ ParsToday-ის გადმოცემით, ბაქოს მიმართვაში მან განაცხადა: ,,ირანი არ მოითმენს სიონისტური ელემენტების ყოფნას რეგიონის ქვეყნებში და წინააღმდეგობას გაუწევს მას.

ირანის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კიდევ სხვა პრობლემაა სირიელი ტერორისტების არსებობა, რომლებიც რეგიონში გადმოვიდნენ ბაქოსა და სომხეთს შორის ომის დროს და ირანს არ აქვს რაიმე საფუძვლიანი მტკიცებულება ამ ელემენტების რეგიონიდან გასვლის შესახებ.

ჰეიდარმა დასძინა: „მესამე პრობლემა არის რეგიონში სახელმწიფო საზღვრების ცვლილების უკანონობა. ირანი პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს და არ დაუშვებს მათ შეცვლას“.

ნახეთ მეტი
Back to top button