სპორტი

აზერბაიჯანი ერევანში გასამართ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას არ ადასტურებს

FACTOR.am–ის ინფორმაციით, ბაქო არ ადასტურებს აზერბაიჯანელი სპორტსმენების მონაწილეობას ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ერევანში გაიმართება. აზერბაიჯანის ძალოსნობის ფედერაცია იტყობინება, რომ მონაწილეობის საკითხი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. „ჩვენ მივმართეთ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას და ძალოსნობის ევროპის ფედერაციას ოფიციალური გარანტიების მოთხოვნით, მაგრამ ჩვენს განცხადებაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ამიტომ, დაზუსტებით ჯერ ვერ ვიტყვით, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე. მონაწილეობის დადასტურების ბოლო ვადაა 11 აპრილი“, – განუცხადეს ფედერაციაში აზერბაიჯანულ მედიას. შეგახსენებთ, რომ ძალოსნობის საერთაშორისო კლასის მსაჯმა, არაიკ ალავერდიანმა ARMENPRESS-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაადასტურა მონაწილეობა ერევანში გასამართ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში. აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე ითხოვა სპორტსმენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დავამატოთ, რომ აზერბაიჯანმა 15-23 აპრილს ერევანში გამართულ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის 5 სპორტსმენი წარადგინა.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button