პოლიტიკა

ალიევი შეშფოთებულია, რომ 44-დღიანი ომის სამი განსაკუთრებული პირობა აღარ არსებობს  – ფრანგი ექსპერტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი წუხს, რომ 44-დღიანი ომის წინა დღეს შექმნილი განსაკუთრებული პირობები სამუდამოდ არ გაგრძელდება, ამიტომ ფიქრობს, რომ რაც უფრო მალე მიაღწევს პოლიტიკურ გამარჯვებას, მით ხელსაყრელი გახდება  გარემოებებით მანიპულირება, რადგან იცის, რომ დროს შეუძლია  ბაქოს წინააღმდეგ იმუშაოს. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ექსპერტმა კაიწ  მინასიანმა განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ ალიევზე ამ მხრივ ზეწოლა ხდება.

ექსპერტის განმარტებით, სამი წლის წინ, როდესაც 44-დღიანი ომი დაიწყო, შექმნილი იყო განსაკუთრებული წინაპირობები, რაც დღეს აღარ არსებობენ.

„პირველ რიგში, იყო კორონავირუსის ეპიდემია. მეორე, იყო საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში. მესამე, იმ პერიოდში თურქეთმა და რუსეთმა მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარეს. ყველა ამ პირობების გათვალისწინებით აზერბაიჯანი თავს დაესხა არცახს. მაგრამ დღეს ეს ყოველივე  აღარ  არსებობს: არ არსებობს კორონავირუსი,  ტრამპი,  თანამშრომლობა თურქეთსა და რუსეთს შორის არ არის ისეთი მყარი, როგორც სამი წლის წინ იყო“, – განაცხადა მინასიანმა.

მისი აზრით, ალიევს სურს ყარაბაღის საკითხის მოგვარება ისე, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსზე არავინ არ ისაუბროს.

„მაგრამ ალიევმა რამდენიც არ უნდა თქვას, რომ ეს პრობლემა არ არსებობს, რეალურად ვხედავთ, რომ არსებობს.  ალიევმა იცის, რომ  საკითხის მოგვარებისთვი,  ლაჩინის დერეფნის ბლოკირება არასაკმარისი ღონისძიებაა და არცახზე თავდასხმას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.  რუსები?  რუსები მიხვდნენ, რომ იგივე პოლიტიკას ვეღარ გააგრძელებენ, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა  თურქეთი და აზერბაიჯანი მოსკოვთან გაურკვეველ თამაშს თამაშობენ. ამიტომ, რუსეთს არ შეუძლია ყველაფრის დაკარგვა, რადგან სომხეთში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გაძლიერდა ანტირუსული განწყობები, რაც რუსეთისთვის საშიშია“, – დასძინა ექსპერტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სურს მიაღწიოს პოლიტიკურ გამარჯვებას და მიიღოს ზანგეზურის დერეფანი, რომელიც არ არსებობს, მაგრამ ეს არ სურს  არც ირანს, არც დასავლეთს და არც რუსეთს (მოსკოვს სურს, რომ გზა მისი დაქვემდებარების ქვეშ იყოს და არა  აზერბაიჯანის).

უკვე სამი წელია, 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანი სომხეთს მუქარის ენით ელაპარაკება. სანამ სომხეთი არ გაძლიერდება, ალიევი იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს მუქარას,  მიიჩნევს მინასიანი.

ამიტომ, ექსპერტის აზრით, არსებობს ესკალაციის რისკები, თუმცა, მისი თქმით, სომხეთი დღეს სამი წლის წინანდელთან შედარებით გარკვეულ თავისუფლებას გრძნობს.

„ცნობილი იყო, რომ სომხეთს ომი უნდა წაეგო. უცხოელი მოთამაშეები სომხეთის პოზიციების შესუსტებაზე მუშაობდნენ. თუმცა დღეს პირობები შეიცვალა“, – დაასკვნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button