პოლიტიკა

ბაქოს სიტყვებს თეირანში არადამაჯერებლად მიიჩნევენ –  რა არარეგიონულ ძალებზე ისაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში?

ირანმა უკვე მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ისრაელის ყოფნასთან დაკავშირებით როგორც რეგიონში, ასევე აზერბაიჯანში. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში ირანის პარლამენტის წევრმა რობერტ ბეგლარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 44-დღიანი ომის შემდეგ, ომის შედეგებიდან გამომდინარე, რეგიონში ისრაელის ყოფნა აშკარა გახდა როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში,

მისი თქმით, ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ბაქოში  „ამძაფრებს” ირანის სიფხიზლის დონეს რეგიონის მიმართ.

„თუ ირანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირით, ლავროვთან ერთობლივ ბრიფინგზე ხაზს უსვამს, რომ არ შეეგუება რეგიონში არარეგიონული ძალების არსებობას, მაშინ არსებულ ვითარებაში ეს უპირველეს ყოვლისა გულისხობს ისრალეს.  იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური და ეკონომიკური ყოფნა, არამედ საუბარია სამხედრო ყოფნაზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონში დაძაბულობა შეიძლება მოგვარდეს „3+3“ ფორმატის ფარგლებში და მიუთითა საგარეო ჩარევის დაუშვებლობაზე.

ბეგლარიანმა დასძინა, რომ ირანში არის პანთურქისტურ მოძრაობებთან და იდეებთან დაახლოებული წრეები და იდეები, რომლებიც ცდილობენ მიმართონ მანიპულაციებს, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც მოწოდებულია უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად არ ეთანხმება აზერბაიჯანის იმ განცხადებას, რომ ისრაელთან ურთიერთობა მიმართული არ არის მესამე ქვეყნის წინაააღმდეგ.   

ნახეთ მეტი
Back to top button