ეკონომიკა

ერევანში სტუმართმოყვარეობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერების პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

როგორც იტყობინება News.am-ი, ერევანში 5-დან 6 აპრილამდე სასტუმრო  Alexаnder -ში სტუმართმოყვარეობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერების პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაზე თავმოყრილია სასტუმროები, რესტორნები, მეღვინეები, ფერმერები, საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლები HoReCa-სთვის, ღონისძიების კომპანიები და ტურისტული სააგენტოები.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვლენ პროფესიონალი ექსპერტები სასტუმროს, რესტორნებისა და ტურიზმის ინდუსტრიიდან. კონფერენცია მონაწილეთათვის შეუცვლელ გარემოს გვპირდება როგორც სექტორული ცოდნისა და უნარების შეძენის, ასევე მნიშვნელოვანი საქმიანი კონტაქტების დამყარების კუთხით.

მონაწილეებისთვის დაგეგმილია სპეციალური ინდუსტრიული და მოწინავე კურსები, რომლებიც ყველაზე თანამედროვე და მნიშვნელოვანი სიახლეა მომსახურებისა და ტურიზმის სფეროში მსოფლიოში და სომხეთში. ღონისძიების მონაწილეები შეისწავლიან თუ როგორ გააუმჯობესონ ბიზნესის მენეჯმენტის ეფექტურობა, დაიწყონ ახალი წარმატებული პროექტები და დანერგონ მომხმარებელზე ორიენტირებული მექანიზმები, რაც აუცილებელია სერვის ბიზნესის განვითარებისთვის.

პროგრამა მოიცავს „დისკუსიის დღეს“. მონაწილეები დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად განიხილავენ მომსახურების სექტორის ბიზნეს სექტორების განვითარების პერსპექტივებსა და აქტუალურ პრობლემებს, ასევე „შესწავლის დღეს“, რომლის დროსაც მონაწილეებს შეუძლიათ გაიარონ ინტენსიური პრაქტიკული კურსი ბიზნეს ინსტრუმენტებსა და ეფექტურ ქმედებებზე, მიიღონ მნიშვნელოვანი რჩევები და მხარდაჭერა ბიზნესის მენეჯმენტში და პრობლემების გადაჭრაში.

კონფერენციის მთავარ მომხსენებლებს შორის იქნებიან მსოფლიოში ცნობილი ტელეპროექტის “Hell’s Kitchen”-ის რუსული და უკრაინული ვერსიების შეფ-მზარეული და წამყვანი, რესტავრატორი არამ მნაცაკანოვი, სასტუმრო “HOTEL ALEXANDER”-ის გენერალური დირექტორი ლაზარო რიუმინი, “Open mind Business”-ის დამფუძნებელი, “სოჭი 2014-ის  ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზაციის ხაზით ვიცე-პრეზიდენტი, 2018 წლის FIFA მსოფლიო თასის რუსეთის, ფორმულა 1-ის, FISU-ს სტუდენტური თამაშებისა და მსოფლიოს სხვა საერთაშორისო ღონისძიებების წამყვანი ექსპერტი, რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი ფედერალური რესტორნების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, РАНХиГС-ის სტუმართმოყვარეობის ფაკულტეტის პროფესორი,  Open Mind Business Bureau-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, მარალა ჩარიევა, Renaissance Capital-ის HR დირექტორი ლამარა პეტროსიანი და დარგის რიგი სხვა სპეციალისტები.   ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია NEWS.am STYLE.

ნახეთ მეტი
Back to top button