მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ელჩმა საქართველოში სომხეთსა და საქართველოს შორის მრავალსექტორულ თანამშრომლობაზე ისაუბრა

News.am წერს, რომ 31 მარტს გაიმართა საქართველოში სრ ელჩის აშოტ სმბატიანის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი კახეთის რეგიონში. ინფორმაციას საელჩოს პრესსამსახურიდან ვიგებთ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა კახეთში გიორგი ალადაშვილმა ქალაქ თელავში მიიღო სომხეთის ელჩი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი და საელჩოს მრჩეველი ლევონ ზარგარიანი.

მხარეებმა ისაუბრეს სომხეთისა და საქართველოს მრავალ სექტორულ თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის დეცენტრალიზებული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. შემდეგ ელჩის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, სადაც შეხვდა მერ ნიკოლოზ ჯამიაშვილს. შეხვედრის შემდეგ ნ.ჯამიაშვილის თანხლებით სრ ელჩი ეწვია სომხურ სოფელ საბათლოსაც. სოფლის სკოლაში სრ ელჩი ადგილობრივ მოსახლეობას, სკოლის პედაგოგებს შეხვდა და უპასუხა მათ შეკითხვებს.

ნახეთ მეტი
Back to top button