მთავარიპოლიტიკა

სტეფანაკერტი მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს შემოიღოს გარანტიები არცახში ნორმალური ცხოვრებისათვის

აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული აპრილის ოთხდღიანი ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით, არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. წარმოგიდგენთ არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტს.

„2016 წელს 1-2 აპრილის ღამეს, უხეშად დაარღვია რა  1994 წ.  ცეცხლისა და საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,  აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეტევა არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ, გამოიყენეს მთელი შეტევითი არსენალი, მძიმე ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და სამხედრო საჰაერო ძალების ჩათვლით. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არა მხოლოდ შეუტიეს სომხეთის თავდაცვის არმიის წინა პოზიციებს, არამედ სასაზღვრო დასახლებებსაც დაესხნენ თავს, რამაც გამოიწვია ნგრევა, დაიხოცა და მძიმედ დაშავდა უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები. აპრილის ომის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე ჩაიდინეს მრავალი სისასტიკე და სამხედრო დანაშაული, კერძოდ, სომეხი სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობები, წამება, მოკლულთა ცხედრებისთვის  სხეულის ნაწილების  მოკვეთა და დასახიჩრება. ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენებმა მოგვიანებით აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობისგან მიიღეს სახელმწიფო წახალისება და მათი დანაშაულები აზერბაიჯანულ საზოგადოებაში განდიდდა და სანიმუშო საქციელად იქნა შერაცხილი.

აპრილის აგრესიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა აზერბაიჯანის გრძელვადიანი მიზნები სამშვიდობო პროცესის დამარცხებისა და კონფლიქტის ძალის გამოყენებით გადაწყვეტის შესახებ. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის დანაშაულებრივი ქმედებების დაუსჯელობამ და საერთაშორისო საზოგადოების შემწყნარებლობამ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ, არსებითად მოამზადა ნაყოფიერი ნიადაგი და დაუშვა  აზერბაიჯანის ახალი პროვოკაციებისა და აგრესიის შესაძლებლობა არცახის წინააღმდეგ.

შედეგად, სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, 2020 წლის 27 სექტემბერს, აზერბაიჯანმა, თურქეთის აქტიური მხარდაჭერითა და საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების ჩართულობით, წამოიწყო ახალი ფართომასშტაბიანი ომი არცახის წინააღმდეგ, ოკუპირებული იქნა და ეთნიკურ  წმენდას დაექვემდებარა   არცახის რესპუბლიკის ტერიტორიის ნიშვნელოვანი ნაწილი.  დღესაც, სრული დაუსჯელობისა და გულგრილობის ატმოსფეროში, აზერბაიჯანი აგრძელებს აგრესიულ და ტერორისტულ პოლიტიკას არცახის ხალხის მიმართ, 120 000 არცახის მოსახლეობას დაახლოებით 4 თვის განმავლობაში უკანონო ბლოკადაში იმყოფება.  რეგულარულად არღვევს 2020 წ. 9 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის შუამავლობით დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს,  იკავებს ახალ ტერიტორიებს და სტრატეგიულ სიმაღლეებს, არღვევს იმ ინფრასტრუქტურის მუშაობას, რომელიც უზრუნველყოფს არცახის ხალხის სასიცოცხლო პირობებს.

აზერბაიჯანის მიერ არცახის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე უკანონო ქმედებები აჩვენებს, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ახორციელებს არცახიდან სომხების განდევნისა და ოკუპაციის პოლიტიკას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა გაეროს უშიშროების საბჭოს, გადადგას სასწრაფო და ქმედითი ნაბიჯები აზერბაიჯანის მიერ არცახის ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდური პოლიტიკის აღსაკვეთად ყოვლისმომცველი მოგვარების მიღწევამდე. არცახში ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად  მექანიზმებისა და გარანტიების შემოღების მიმართულებით. ამ კონტექსტში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ არცახის მოსახლეობის მიერ რეალიზებულ თვითგამორკვევის უფლების საერთაშორისო აღიარებას, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა მათი უფლებების, უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი  განვითარების უზრუნველსაყოფად“.

ნახეთ მეტი
Back to top button