მთავარიპოლიტიკა

ალენ სიმონიანი ვერ ხედავს რომის სტატუტის სწრაფი რატიფიცირების აუცილებლობას და პუტინის დაპატიმრების საკითხს აბსურდულად მიიჩნევს.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი მიიჩნევს, რომ სომხეთს არ სჭირდება რომის სტატუტის სწრაფი რატიფიცირება. როგორც  “Armenpress”-ი   წერს ასეთი აზრი სიმონიანმა “პირველ საინფორმაციოსთან”  ინტერვიუში გამოთქვა.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ მან გამოთქვა თავისი სუბიექტური აზრი, რომ სომხეთს არ სჭირდება აჩქარება ამ საკითხში.

სიმონიანმა შეახსენა, რომ მთავრობამ განიხილა რომის სტატუტის შესაბამისობა სომხეთის კონსტიტუციასთან და გადაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნისთვის 2022 წლის ბოლოს. „ჩვენ გვაქვს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები სომეხთა გენოციდისა და ყარაბაღის ომების დროს და ეს სომხეთისთვის აუცილებელი იარაღია. მაგრამ ჩვენ რუსეთტან მიმართებაში თავს ისე ვიჭერდით, როგორც ეს მოკავშირეებს შეჰფერის და არ გადაგვიდგამს რაიმე განსაკუთრებული ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ“, – თქვა სიმონიანმა, ილაპარაკა რა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ვლადიმირ  პუტინის დაკავების ორდერის გაცემის საკითხთან დაკავშირებით.

ამ კონტექსტში მან აბსურდულად შეაფასა სომხეთის მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ დისკუსიები. „ეს ისე არ არის, რომ სომხეთი უნდა გამოეყოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას და სწორედ მან უნდა აიღოს ეს ტვირთი.   აბსურდია, ჩვენ ყოველთვის ვიქცეოდით ისე, როგორც მოკავშირეს შეეფერება და კორექტულები ვიყავით ურთიერთობებში, რაც დღეს გვაძლევს საშუალებას გავაკრიტიკოთ რუსეთის ზოგიერთი ქმედება, რომელიც  ჩვენთვის მინიმუმ გაუგებარია.  ჩვენ ყოველთვის ვიქცეოდით როგორც სწორი მოკავშირე და ვიყავით პატიოსნები ყველა პარტნიორთან. აქ რაიმე  პოლიტიკურ კონტექსტსტის ძებნა  საჭირო არ არის“, – განაცხადა სიმონიანმა.

როგორც სიმონიანმა აღნიშნა, რუს ოფიციალურ პირებს, რომლებთანაც ის კონტაქტშია, არც კი დაუყენებიათ ეს საკითხი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის მიზანშეწონილი ასეთი საკითხის დაყენება სომხეთის შემთხვევაში, რადგან სომხეთი ყოველთვის წესიერად იქცეოდა კუხო-სთან და ყველა სხვა  საერთაშორისო პარტნიორებთან წესიერად, პატიოსნად და  მოკავშირულ  დონეზე, ამავე დროს საკუთარი  ქვეყნის ინტერესებს არ უქვემდებარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს.

ალენ სიმონიანმა უპასუხა კითხვას: რატომ არის რისკები რომის სტატუტის სწრაფად რატიფიცირებაში? „ეს არის ნეგატიური ნაბიჯი რუსეთის მიმართ, რომლის მნიშვნელობა და სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი არ მესმის. ბევრი ქვეყნის მიერ არის  რატიფიცირებული და სომხეთი ამ საკითხში პიონერი არ უნდა იყოს. გასაგებია,  რომ უკმაყოფილო ვართ რუსეთის რეაქციებით და ქმედებებით და გვაქვს ბევრი საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ, მაგრამ ამავდროულად, ჩემი სუბიექტური აზრით, დღეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა მართებულად არ მიმაჩნია“.

ნახეთ მეტი
Back to top button