კულტურა

ისრაელში პეტაჩ ტიკვაში მდებარე პარკს შარლ აზნაურის სახელი ეწოდა

ისრაელში, ქალაქ პეტაჩ ტიკვაში მდებარე საჯარო პარკს მსოფლიოში ცნობილი შანსონიე შარლ აზნაურის სახელი ეწოდა. “Armenpress”-ი  იუწყება, ამის შესახებ იერუსალიმის სომეხთა საპატრიარქოდან იტყობინებიან.

აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება საჯარო პარკისთვის  ჩარლზ აზნაურის სახელის მინიჭების შესახებ ერთხმად მიიღო პეტახ ტივკას საკრებულომ, რომელსაც მერი რამი გრინპერკი ხელმძღვანელობს.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ იერუსალიმის სომეხთა საპატრიარქოს ელჩი თ.აღან აბეღა გოგჩიანი, უწმიდესი თ. ვაზგენ აბეღა ალექიანი

პარკში გახსნილ მემორიალურ ქვას შემდეგი წარწერა აქვს:

შარლ აზნავური (1924-2018 წწ). მომღერალი, სიმღერების ავტორი, საფრანგეთელი  მსოფლიოში ცნობილი  შანსონიე, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა მშობლიურ  სომხეთს და მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. მეორე მსოფლიო ომის დროს აზნაურების ოჯახმა მოახერხა ათობით ებრაული ოჯახის გადარჩენა განადგურებისგან“.

ნახეთ მეტი
Back to top button