პოლიტიკა

რუმინეთი  მხარს უჭერს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო აქტად მიღებას

რუმინეთი მხარს უჭერს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სავალდებულო იურისდიქციის მიღებას და სასამართლოს მიმართავს ნებისმიერი ტიპის დავის გადასაწყვეტად.

“Armenpress”-ის გადმოცემით, ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ამავე დაუშვებლად მიაჩნია  სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ლაჩინის დერეფნის თავისუფალი გავლა -გადაადგილების უზრუნველყოფის შესახებ.

„რუმინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო მართლმსაჯულებას. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა ასახულია რუმინეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად კონცეფციაში. ჩვენთვის ნათელია საერთაშორისო მართლმსაჯულების მიმართვის უპირატესობები. ეს არის პრაქტიკული დასკვნა, რადგან რუმინეთმა გამოიყენა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჩვენს ერთ-ერთ მეზობელთან მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად. ეს ძალიან სასარგებლო იყო“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ღირებული ინსტრუმენტია ნებისმიერი დავის მოსაგვარებლად.

„რუმინეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სასამართლოს სავალდებულო იურისდიქციის მიღებას“, – განაცხადა მინისტრმა (სასამართლოს გადაწყვეტილებების მიღება სავალდებულო აქტად).

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2 წლის წინ მან დაიწყო ინიციატივა გაეროს დონეზე, რათა ხელი შეუწყოს გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ამ სავალდებულო იურისდიქციის მიღებას.

„ჩვენთვის საერთაშორისო სასამართლოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართვას ყველა დავის გადასაჭრელად“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

ნახეთ მეტი
Back to top button