მთავარიპოლიტიკა

ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის მისიის განლაგებას, როგორც ღირებულ ინსტრუმენტს რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის – მირზოიანი

სომხეთი განიხილავს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებას აზერბაიჯანთან საერთაშორისო საზღვარზე, როგორც ღირებულ ინსტრუმენტს ადგილზე უსაფრთხოების გაზრდისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.

ამის შესახებ “Armenpress”-ის  ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მირზოიანის თქმით,  მან და მისმა რუმინელმა კოლეგამ ორმხრივი თანამშრომლობის ფართო თემები განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე მოაწერეს ხელი 2023-2024 წლების ერთობლივ სამოქმედო გეგმას.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში ასევე იყო სომხეთ-ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგისა და სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების საკითხები.

მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების“ ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button