პოლიტიკა

აზერბაიჯანი ეროვნული იდენტობის კრიზისს განიცდის. ირანელი ექსპერტი

REGION MONITOR-ი წერს, რომ თავისი პოლიტიკური არსებობის შესანარჩუნებლად, ბაქო ინარჩუნებს დაძაბულ ურთიერთობას თეირანთან, რადგან, როგორც ირანის ყოფილი პროვინცია და საბჭოთა კავშირის ყოფილი ნაწილი, განიცდის ეროვნული იდენტობის კრიზისს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ირანელმა ექსპერტმა ფარშად ადალიმ ანალიტიკურ ვებგვერდზე „Irdiplomacy“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ექსპერტის აზრით, ისტორიულად აზერბაიჯანის ამჟამინდელი ტერიტორია შედიოდა ირანის კულტურულ ტერიტორიაზე.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ერთ ღამეში დამოუკიდებელი რომ გახდა, მას მოუწია ირანის დატოვება თავისი პოლიტიკური არსებობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა ადალიმ.

სტატიის ავტორმა განაგრძო და დასძინა, რომ ირანთან შორს დარჩენის შესახებ ბაქოს სურვილმა განაპირობა ის, რომ აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა სამხედრო ალიანსს ირანის მტერთან, ისრაელთან.

„სხვა თვალსაზრისით, ისრაელი გეგმავს დასავლეთ აზიაში წონიან ქვეყანად ჩამოყალიბებას და ამისთვის, პოლიტიკური ძალისხმევის გარდა, აპირებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის ეკონომიკურ ინიციატივებში და ამით გახდეს დამაკავშირებელი რგოლი“, – აღნიშნა ირანელმა ექსპერტმა.

ადალმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარე ანტიირანული ქმედებების გარდა, პანთურქული „სიონისტური“ ელემენტები დგამენ ნაბიჯებს ირანისთვის შიდა ზიანის მიყენების მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button