საზოგადოება

არ არსებობს დადასტურებული მონაცემები სომხეთში პოლიტპატიმრების ყოფნის შესახებ. ადამიანის უფლებადამცველის კანდიდატი

ადამიანის უფლებადამცველის სრ ეროვნული ასამბლეის მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო კონტრაქტის“ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ანაჰიტ მანასიანი, აფიქსირებს საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშებს, ამ ეტაპზე სიტუაციური შეფასებები მიუთითებს, რომ სომხეთის რესპუბლიკაში არ არსებობს დადასტურებული მონაცემები პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ.

,,არმენპრეს“-ის გადმოცემით, ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მისი კანდიდატურის განხილვისას „სამოქალაქო კონტრაქტის“ ფრაქციის დეპუტატის არფინე დავოიანის კითხვის პასუხად განაცხადა მანასიანმა.

დავიოიანმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ სომხეთში ოპოზიცია ექვემდებარება პოლიტიკურ დევნას, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ოპოზიციონერების წინააღმდეგ. მას აინტერესებდა ადამიანის უფლებათა დაცვის კანდიდატის აზრი ამასთან დაკავშირებით.

მანასიანმა უპასუხა, რომ პირი, რომელიც ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და პასუხისმგებელია რაიმე უკანონო ქმედებებზე, თავისთავად არ არის პირის პოლიტპატიმრად მიჩნევის საფუძველი. ,,ანუ მხოლოდ ის გარემოება, რომ პირი ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და მოულოდნელად პასუხისგებაში მიეცა რაიმე ქმედების გამო, არ ნიშნავს, რომ პირი არის პოლიტპატიმარი“, – განაცხადა ადამიანის უფლებადამცველის კანდიდატმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სიტუაცია ძალიან ინდივიდუალურია, ანუ საქმის გარემოებები სერიოზულად უნდა იქნას შესწავლილი, რათა გავიგოთ, ამ კრიტერიუმების კონტექსტში კონკრეტული პირი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტპატიმრად თუ არა.

„ამ მომენტისთვის შემიძლია უბრალოდ ჩავწერო იმ საერთაშორისო სტრუქტურების ანგარიშები, რომლებიც წარმოადგენენ ანგარიშებს და სიტუაციურ შეფასებებს სომხეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ამ ეტაპისთვის ისინი აფიქსირებენ, რომ არ არსებობს დადასტურებული მონაცემები სომხეთის რესპუბლიკაში პოლიტპატიმრების ყოფნის შესახებ“, – განაცხადა მანასიანმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა სერიოზულად ვიფიქროთ იმ მიმართულებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაირღვეს საერთო თანასწორობის მდგომარეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოში არ უნდა იყოს ვითარება, როდესაც ადამიანი, თუნდაც ძალზე კანონიერი საფუძვლით, ექვემდებარება პასუხისგებას როგორც ერთი პოლიტიკური შეხედულების მქონე, მაგრამ იმავე თანაბარ პირობებში სხვა პოლიტიკური შეხედულების მფლობელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. ”ყველა ჩვენგანის პრობლემა უნდა იყოს, რომ შევძლოთ უბრალოდ გამოვრიცხოთ ასეთი სიტუაციები,” – თქვა მანასიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button