ბლოკადის პირობებში არცახის რესპუბლიკის ეკონომიკა დაახლოებით 220 მილიონი აშშ დოლარით დაზარალდა
არცახის საინფორმაციო შტაბმა წარმოადგინა დღევანდელი სტატისტიკური სიახლეები.
არცახის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გეგმიური ოპერაციების შეჩერების გამო 1000-მდე მოქალაქეს შეეზღუდა ჯანმრთელობის პრობლემების ქირურგიული გზით გადაჭრის შესაძლებლობა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობითა და თანხლებით არცახიდან სომხეთში გადაყვანილი იქნა 252 პაციენტი. გარდა ამისა, საწოლზე მიჯაჭვული პაციენტების გადაყვანა შეუძლებელია, რადგან აზერბაიჯანული მხარე ხელს უშლის არცახში სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობას, ხოლო წითელ ჯვარს არ ჰყავს სასწრაფო დახმარების მანქანა და პაციენტები ჩვეულებრივი მანქანებით გადაჰყავს.
ბლოკადის შედეგად 3900-მდე ადამიანი, მათ შორის 570 ბავშვი, ვერ დაბრუნდა სახლებში, წითელი ჯვრის და რუსი სამშვიდობოების დახმარებით მოხდა მათი მცირე ნაწილის დაბრუნება.
სტეფანაკერტი-გორისის გზატკეცილზე თავისუფლად ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოძრაობს და ორმხრივი მოძრაობა დაახლოებით 184-ჯერ შემცირდა. გასვლა და შესვლა ხდება სამშვიდობოებისა და წითელი ჯვრის შუამდგომლობით.
გადაკეტილ გზაზე არცახის მოქალაქეების არც ერთი მანქანა არ გასულა, წითელი ჯვრის და რუსი სამშვიდობოების დახმარებით მოძრაობა თითქმის 46-ჯერ ნაკლები იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო ბლოკადის გარეშე (114 დღეში 104880-ის ნაცვლად შემოვიდა 2297 მანქანა და დარჩა, ისიც მხოლოდ წითელი ჯვრის და რუსი სამშვიდობოების შუამდგომლობით).
მხოლოდ წითელმა ჯვარმა და რუსმა სამშვიდობოებმა შემოიტანეს დაახლოებით 12-ჯერ ნაკლები სიცოცხლისათვის მნიშვნელობის მქონე საქონელი, ვიდრე შემოჰქონდათ ბლოკადამდე (3948 ტონა 114 დღეში, დაახლოებით 45600 ტონის ნაცვლად);
ბლოკადის დროს აზერბაიჯანმა მთლიანად ან ნაწილობრივ შეუწყვიტა სომხეთიდან არცახს გაზის მიწოდება სულ 48 დღით, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება მთლიანად 85 დღით; ამან გამოიწვია ექვსსაათიანი ყოველდღიური გათიშვები, მრავალი ობიექტის დახურვა ან მოქმედების შეზღუდვა.
ბლოკადის პირობებში მუშაობის შეუძლებლობის გამო საქმიანობა 782-მა ბიზნეს სუბიექტმა (მთლიანად 18,3%-მა) შეწყვიტა, ხოლო დანარჩენი ბიზნეს სუბიექტები ნაწილობრივ ან სახელმწიფო მხარდაჭერით მუშაობენ.
სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ბლოკადისა გამო, დაახლოებით 9,800 ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი, მათ შორის კერძო სექტორის მუშაკთა 50 პროცენტზე მეტმა.
შეჩერებულია 32,6 კილომეტრიანი გზების, ათობით კილომეტრი წყალსადენის, ათასობით ჰექტარი მიწის სარწყავი სისტემების, 3717 ბინის, 40-ზე მეტი სოციალური და სამრეწველო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები.
ბლოკადის დროს არცახის რესპუბლიკის ეკონომიკა დაზიანდა დაახლოებით 220 მილიონი აშშ დოლარით, რამაც გამოიწვია მშპ-ს პროგნოზირებული წლიური ინდექსის (903 მილიონი დოლარი) დაახლოებით 24 პროცენტით შემცირება.