საზოგადოება

შირაკის გუბერნატორსა და საქართველოს სამცხე-ჯავახეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

გიუმრის ტექნოლოგიურ ცენტრში დაიწყო ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ლიდერობის აკადემიის მესამე შეხვედრა, რომლის შედეგების საფუძველზე დაგეგმილია თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება მოსაზღვრე შირაკის გუბერნატორსა და სამცხე-ჯავახეთს შორის. როგორც იუწყება “ARMENPRESS”-ი, სამდღიანი სამუშაო შეხვედრის დასაწყისში ევროსაბჭოს ერევნის ოფისის ხელმძღვანელმა მარტინა შმიდტმა ხაზი გაუსვა საზღვრისპირა თემების თანამშრომლობის მნიშვნელობას მეზობელი ქვეყნების განვითარების სასიკეთოდ. „სასაზღვრო თანამშრომლობის მიზანია მეზობელი სახელმწიფოების ერთმანეთთან დაახლოება“,- განაცხადა მარტინა შმიდტმა.

შირაკის სამხარეო ხელისუფლების ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესპუბლიკური აღმასრულებელი ორგანოების დეპარტამენტის უფროსმა არამ ანტონიანმა ARMENPRESS-ს განუცხადა, რომ აქტიური თანამშრომლობისთვის აუცილებელია კომუნიკაცია და პრობლემების წამოჭრა. „ხშირად პრობლემები არა სახელმწიფო დონეზე, არამედ ადგილობრივ დონეზე უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა არამ ანტონიანმა და აცნობა, რომ შირაქის რაიონს ესაზღვრება საქართველოს აშოცქის, ამასიის და ახურიანის თემები.

მართალია, სახელმწიფო დონეზე არის თანამშრომლობა, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ადგილობრივ დონეზე პრობლემების გადასაჭრელად“, – განაცხადა არამ ანტონიანმა და იმედი გამოთქვა, რომ სამცხე-ჯავახეთის სომხური სათვისტომო ასევე ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობას და თანამშრომლობის შედეგები უკვე თვალსაჩინო იქნება უახლოეს მომავალში.

ნინოწმინდის მერი, ანი მოსოიანი, მსგავს შეხვედრებს ხაზს უსვამს და აღნიშნავს, რომ მათ შედეგად, უახლოეს მომავალში ორივე ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობებით. ნინოწმინდის მერი სამდღიანი შეხვედრისგან არა მხოლოდ პრობლემების მოგვარებას, არამედ გამოცდილების გაცვლას ელის.

შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი აკადემიების განხორციელების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თემებს შორის კავშირების გაღრმავებასა და ახალი პროგრამების განხორციელებას.

სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ვაჩე ტერტერიანის განცხადებით, ეს არის ინიციატივა, რომელიც საშუალებას მისცემს შექმნას საფუძველი შორსმიმავალი თანამშრომლობისთვის. „ძალიან საინტერესო პროექტია, ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხთან სახელმწიფო დონეზე, ახლა ამის ფონზე, ასევე რეგიონულ და სათემო დონეზე. შირაკის, ლორის, ტავუშის გუბერნატორების აქტიური ინიციატივის წყალობით, გვაქვს შესაძლებლობა განვახორციელოთ პროექტები სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებთან“, – განაცხადა ვაჩე ტერტერიანმა ARMENPRESS -თან საუბარში.

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ლიდერობის აკადემია ხორციელდება სომხეთისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის კონტექსტში. სამდღიანი აკადემიის ფარგლებში სომხეთისა და საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ უნარების განვითარების სემინარებში და ექნებათ სხვადასხვა ვიზიტები.

ნახეთ მეტი
Back to top button