საზოგადოება

აზერბაიჯანული მხარე გონებადაკარგული   მოქალაქეების შუშის საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდა  –  ბეგლარიანი მომხდარის დეტალებს ავრცელებს

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაიგოს, რა დონის  ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება არცახის მოსახლეობას აზერბაიჯანული კონტროლის შემთხვევაში. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არტაკ ბეგლარიანი წერს.

მან აღნიშნა: „ინციდენტის მთავარი ფაქტები. აზერბაიჯანის ხელისუფლების აგენტებმა („ეკო-ტერორისტებმა“) გუშინ შუშის მახლობლად არცახელი  27 მშვიდობიანი მოქალაქის  არცახში შესვლას ხელი შეუშალეს.

სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც ძირითადად ქალების, მოხუცებისა და ბავშვებისგან შედგებოდა, სომხეთის ქალაქ გორისიდან რუსი სამშვიდობოების ორი მანქანით გაემგზავრა ოჯახებთან შესაერთებლად.

ისინი 115 დღეა რაც მოწყვეტილნი იყვნენ საკუთარ ოჯახებს არცახში ბლოკადის გამო.

მოქალაქეების ავტობუსი გორის-სტეფანაკერტის საავტომობილო გზის გადაკეტილ მონაკვეთზე, ქალაქ შუშიდან არც თუ ისე შორს, აზერბაიჯანის მთავრობის აგენტებმა („ეკო“-ტერორისტებმა) გააჩერეს.

ჯგუფისთვის გზის გასახსნელად რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანულ მხარესთან ხუთ საათზე მეტ ხანს აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ ამაოდ.

აზერბაიჯანელები მანქანებში მყოფ ადამიანებს ატერორებდნენ, ერთ-ერთ მანქანაში შეიჭრნენ  მუქარის შეძახილებით.

წამოყენებული იყო არცახში შესვლის წინაპირობები: „მიიღეთ აზერბაიჯანის მოქალაქეობა“ და შეამოწმეთ ყველა პირი.

27 ადამიანიდან 23 გორისში ღამით, სამშობლოში შეუსვლელად დაბრუნდა.

აზერბაიჯანული დაშინების შედეგად ოთხი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მათგან სამმა გონება დაკარგა.

თანმხლებმა სამშვიდობოებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ოთხი ადამიანი რუსული და აზერბაიჯანული მანქანებით სტეფანაკერტის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

აზერბაიჯანულმა მხარემ მშვიდობისმყოფელებს არცახის სასწრაფო დახმარების მანქანების გამოყენების უფლება არ მისცა და პაციენტების კონტროლის ქვეშ მყოფი შუშის საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდა. თუმცა მოსახლეობამ გააპროტესტა და პაციენტების სტეფანაკერტში გადაყვანა მოითხოვა.

ეს არის აზერბაიჯანის მიერ არცახის სრული ბლოკადის კიდევ ერთი გამოვლინება. კერძოდ, ისინი ბლოკავენ ჩვენი მოქალაქეების შესვლას არცახში არა მხოლოდ საკუთარი მანქანებით მგზავრობისას, არამედ რუსი სამშვიდობოების და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების თანხლებითაც კი, როგორც ეს გუშინ მოხდა.

ნახეთ მეტი
Back to top button