საზოგადოება

თურქეთმა გააპროტესტა ჰაიფაში, მოედნისათვის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ სახელის შეცვლა

თურქეთის ელჩმა ისრაელში გააპროტესტა ის საკითხი, რომ  ჰაიფას ერთ-ერთი მოედანს  სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის სახელი უწოდეს. ისრაელის ჩრდილოეთი ქალაქი, სადაც ბევრი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, არის ქვეყნის პირველი მუნიციპალიტეტი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის სისასტიკე აღიარა. სახელის ცვლილება ძალაში 20 მარტს შევიდა, წერს „The Times of Israel“.

„ინიციატივა საფრთხეს უქმნის კავშირების გაუარესებას, რომლის გაუმჯობესებაზეც მუშაობენ  ისრაელისა და თურქეთის ხალხები  და მთავრობები“, – წერს შაკირ ოზქან თორუნლარი ჰაიფას მერს ეინათ კალიშ-როტემს.

თორუნლარმა თავის წერილში მოითხოვა, რომ მერმა გააუქმოს გადაწყვეტილება გენოციდის აღნიშვნის შესახებ მოედნის დასახელებით და კიდევ ერთხელ გაიმეორა თურქეთის უარყოფის პოზიცია და განაცხადა, რომ „ასეთი გენოციდი თურქი ერის ისტორიაში არასდროს მომხდარა“.

ჰაიფა, ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქიასადაც ქვეყნის 15,000 ეთნიკური სომეხიდან თითქმის ნახევარი ცხოვრობს და ქალაქის ბენ გურიონის გამზირზე სომეხთა გენოციდის მოედნის გახსნა მეორე შემთხვევაა, როცა ისრაელის ადგილობრივმა მთავრობამ ეს სისასტიკე აღიარა. 2020 წელს თელ-ავივის მახლობლად პეტაჰ ტიკვაში მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი  მემორიალი გაიხსნა, რომელსაც მოგვიანებით ჩარლზ აზნაურის პარკი ეწოდა.

ჰაიფას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ელირან ტალმა მოედნისათვის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის სახელი მინიჭება მთავრობისთვის მაგალითად მიიჩნია. „ჩვენ მხოლოდ იმედი გვაქვს, რომ ისრაელის სახელმწიფო აღიარებს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებულ გენოციდს, რომელმაც 1,5 მილიონი სომეხის სიცოცხლე შეიწირა“, – წერს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button