ირანი მზადაა სომხეთს სამხედრო-ტექნიკური დახმარება გაუწიოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების კრიზისის კონტექსტში, – წერს ირანელი ექსპერტი ვარდან ვოსკანიანი Telegram-ზე.
მან მიუთითა ირანულ ელექტრონულ რესურსებზე, რომლებმაც გაავრცელეს გრაფიკული სურათი, რომელიც აჩვენებს იმ ნაბიჯებს, რისთვისაც თეირანი მზად არის.
„შესაბამისად, თეირანი გეგმავს სამხედრო წვრთნების ჩატარებას, დიპლომატიური არხებით ბაქოს გაფრთხილებას, სომხეთთან ორმხრივ სამხედრო ხელშეკრულების ხელმოწერას, შეზღუდულ სამხედრო ოპერაციას უპილოტო მფრინავი აპარატებით და რაკეტებით, სომხეთის არმიის იარაღით და ლოგისტიკური მხარდაჭერით სამხედრო მრჩევლების მიწოდებით“, – დაწერა ვოსკანიანმა შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანს ახსნა-განმარტება მოსთხოვა ისრაელთან ანტიირანულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.