მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ტმი მინისტრმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განიხილეს ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები

სომხეთის  ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში   პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი  და საქართველოს ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და მეზობლური ურთიერთობების საკითხები. შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ ორ ქვეყანას შორის რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სფეროებში თანამშრომლობას   და აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობების განვითარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button