9 სომეხი «Forbes 2023» მილიარდერთა სიაში
ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია გამოაქვეყნა. 2023 წლის მილიარდერთა სიაში 9 სომეხი მილიარდერი აღმოჩნდა.
მაგნიტის სავაჭრო ქსელის ყოფილი მფლობელის სერგეი გალიცკის (არუთინიანის) ქონება 3,2 მილიარდ დოლარად შეფასდა, ის მთლიან სიაში 905-ე ადგილზეა.
2023 წლის სიის 1104-ე ადგილზეა კომპანიების ჯგუფის Tashir-ის მფლობელი სამველ კარაპეტიანი. კარაპეტიანის ქონება 2,7 მილიარდ დოლარად იქნა შეფასებული.
სატელეკომუნიკაციო კომპანია Yota-ს დამფუძნებლის ალბერტ ავდოლიანის ქონება 2,2 მილიარდი დოლარია, ის სიაში 1368-ე ადგილზეა.
Fix Price-ის მაღაზიათა ქსელის თანამფლობელის, არტიომ ხაჩატრიანის ქონება 2,1 მილიარდ დოლარად შეფასდა, რეიტინგში 1434-ა.
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები რუსი სომეხი ანდრეი ანდრეევის (ანდრეი ჰენრიხის ძე ოჰანჯანიანი) ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის სიაში 1516-ე ადგილზეა.
ედუარდო ერნეკიანი სიაში 1575-ე ადგილზეა, მისი ქონება 1,9 მილიარდი დოლარია.
ნუბარ აფეიანის ქონება 1,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ის სიაში 1804-ე ადგილზეა.
კიმ კარდაშიანის ქონება 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის 2259-ე ადგილზეა.
რუბენ ვარდანიანის ქონება 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, ის ასევე 2259-ე ადგილზეა.
მთლიანობაში, პლანეტის მილიარდერების ქონება ახლა 12,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც 500 მილიარდით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.