თბილისში მოეწყო გამოფენა სომეხთა გენოციდის თემაზე

News.am წერს, რომ 5 აპრილს, თბილისის რიყეს პარკში გამოფენების სერია გაიხსნა თემაზე „სომხების დიდი ხოცვა და კულტურული გენოციდი“, რომელიც ტარდება საქართველოს სომხური სათვისტომოს, საქართველოს სომეხ სტუდენტური კავშირისა და საქართველოს ახალგაზრდული კავშირის მხარდაჭერით.
Jnews-ის ცნობით, გამოფენის დროს წარმოდგენილი იყო სურათები გენოციდის თემაზე მათი ამსახველი წარწერებით, ასევე საარქივო ფოტოები, ასევე დამსწრეებს დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები. ხალხი მოვიდა და შეისწავლა ნახატები, წაიკითხა ნაწერები და გაესცნო ისტორიას.
დამსწრეთა თქმით, გამოფენა იყო ძალიან შთამბეჭდავი და ინფორმატიული, რომელიც საკმარის ინფორმაციას მოიცავდა უცნობი ადამიანებისთვის სომხეთის ისტორიის მტკივნეულ ფურცლებზე.
აღნიშნულია, რომ გამოფენის გამართვა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იგეგმებოდა, თუმცა ორგანიზატორების ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოსალოდნელი სხვა ღონისძიებების გამო, სამართალდამცავების მოთხოვნით, მოხდა მისი გადატანა რიყის პარკში.