პოლიტიკა

სომხეთი ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას „Defender 23 “ წვრთნებში

სომხეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Armenpress-ის თანახმად, პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.

Defender 23 არის ყოველწლიური სამხედრო წვრთნები, რომელიც დაახლოებით ორ თვეს გრძელდება და მას ხელმძღვანელობს აშშ-ს სამხედროები. სწავლება 2021 წლიდან იმართება.

სპიკერის მოადგილის თქმით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 9000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი და 17000-მდე სამხედრო მოსამსახურე 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან. წვრთნები ევროპის 10 ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს.

სინგმა აცნობა, რომ შეერთებული შტატების გარდა, ჯარები იქნებიან  ალბანეთიდან, სომხეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, კოსოვოდან, მოლდოვადან, მონტენეგროდან, ნიდერლანდებიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან  და გაერთიანებული სამეფოდან.

ნახეთ მეტი
Back to top button