მთავარიპოლიტიკა

ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია სანკტ პეტერბურგში გაემგზავრება

დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საბჭოსა და პლენარულ სხდომებში, დსთ-ს საპარლამენტთაშორისო პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის, ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება. “ARMENPRESS”-ის ცნობით, ამის შესახებ იუწყება სომხეთის ეროვნული კრების ვებგვერდი. ვიზიტი 12-15 აპრილს გაიმართება. დელეგაციაში შედიან ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანი, ეროვნული კრების რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვაღარშაკ ჰაკობიანი და ეროვნული ასამბლეის დეპუტატი ალექსეი სანდიკოვი.

ნახეთ მეტი
Back to top button