პოლიტიკა

რუსეთი არანაირად არ თმობს თავის ვალდებულებებს სომხეთის მიმართ – კოპირკინი

რუსეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ რჩება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. ამის შესახებ როგორც Armenpress-ი  წერს, სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა Armeniatoday-თან ინტერვიუში განაცხადა.

კოპირკინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში  უარს არ ამბობს ორ ქვეყანას შორის შესაბამისი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებზე. „102-ე სამხედრო ბაზა აგრძელებს მუშაობას, გაიზარდა ჩვენი მესაზღვრეების რაოდენობა, არის სადამკვირვებლო პუნქტები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის რაიონებში. რა თქმა უნდა, ჩვენი სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, დროდადრო ხდება კრიტიკული განცხადებები სამხედრო დაჯგუფების მიმართ, მაგრამ ეს არ აუქმებს იმ ფაქტს, რომ ეს არის მთავარი ფაქტორი მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესის უზრუნველსაყოფად. ახლაც კი, როცა დერეფანი დაკეტილია, სამშვიდობო ძალები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებაში, ეხმარებიან იქ სასიცოცხლო მარაგებისა და საკვების მიწოდებაში. შეიძლება გარკვეული პრეტენზია გამოთქვას რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის წინააღმდეგ, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთის ყოფნა იყო და რჩება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი უსაფრთხოებისთვის და სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ჩემი აზრით, არ საჭიროებს მტკიცებულებებს“, – განაცხადა კოპირკინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button