სპორტი

ედუარდ სპერციანის მომსახურებით იტალიური “ინტერი” და არაერთი გერმანული კლუბია დაინტერესებული

სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველის, ედუარდ სპერციანის მომსახურებით მილანის “ინტერი” და რამდენიმე გერმანული კლუბია დაინტერესებული.

ARMENPRESS-ის ცნობით, ამის შესახებ წერს Metaratings.

საიტის ინფორმაციით, რუსული “კრასნოდარის” ნახევარმცველის, ედუარდ სპერციანის თამაშს აქტიურად ადევნებენ თვალს გერმანული “ბაიერი”, “ფრაიბურგი” და მიუნხენის “ბორუსია”. გერმანული გუნდების გარდა სომხეთის ნაკრების ნახევარმცველის მომსახურებით იტალიური “ინტერიც” არის დაინტერესებული.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპერციანის მომსახურებით იტალიური “მილანი” იყო დაინტერესებული.

ედუარდ სპერციანი “კრასნოდარის” აკადემიის სტუდენტია. დაიბადა 2000 წელს. 2019 წლიდან ის “კრასნოდარის” ძირითად გუნდში თამაშობს. სპერციანი სომხეთის საფეხბურთო ნაკრებS 2021 წელს შეუერთდა, მისი დებიუტი სომხეთ-რუმინეთის მატჩში შედგა. სპერციანმა გუნდის სადებიუტო მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

ნახეთ მეტი
Back to top button